პრეზიდენტმა და გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

პრეზიდენტმა და გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

access_time2022-07-19 19:55:59

საქართველო - გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერა, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გიორინგ-ეკარდტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.


ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა, გერმანიის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.


საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დასანანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული დატვირთვის მქონეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს დახმარების მზაობა გამოთქვა.



საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების განხხორციელების მნიშვნელობაზე, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურების საჭიროებაზე და საკანონმდებლო პროცესში ყველა საპარლამენტო პარტიის ჩართულობის აუცილებლობაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას.


მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი დიდი ტრაგედიაა და უმძიმესი შედეგები აქვს. ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განუხრელად ასრულებს რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. უკრაინაში მიმდინარე ომმა, შავ ზღვაზე უკრაინული პორტების ბლოკადამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება.


საქართველომ XX საუკუნის დასაწყისიდან გამოსცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია, რომელიც 1992-93 და 2008 წლებშიც განმეორდა და ახლაც გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით.


პრეზიდენტმა ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება: მიმდინარეობს რეგიონის რუსიფიკაცია, ირღვევა მოსახლეობის უფლებები, აკრძალულია ქართული ენა და გაქრობის საფრთხის წინაშეა აფხაზური ენა.


პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ომმა გაზარდა ჩვენი რეგიონის სატრანზიტო, ენერგეტიკული და სავაჭრო პოტენციალი, რისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა 16 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში, რაც პოზიტიური ნაბიჯია რეგიონში მშვიდობის გაძლიერებისა და სტაბილურობისთვის და ასევე გამოხატავს, თბილისის იმ ისტორიულ როლს, რომელიც რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობას უკავშირდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up