რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის ფედერაციის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
დოკუმენტი „რუსეთის ფედერაციის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა წარადგინა. კანონი ეხება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ტერორიზმის აღკვეთის კონვენციას, ევროპის საბჭოს ქარტიას.