პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერი, Stack-ი, რომელსაც მსოფლიოში უკვე 30 ათასამდე ადამიანი იყენებს, დღემდე, მხოლოდ Mac-ზე მუშაობდა და ინგლისურ ენაზე იყო. დღეიდან კი, ბრაუზერი Windows-ის პლატფორმაზეც ჩაეშვა. თან - ქართულ ენაზე.
ახალი ბრაუზერის უპირატესობასა და ფუნქციებზე Stack-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი ლალიაშვილმა „იმედის დღესთან“ ისაუბრა.
„Stack-ი მორგებულია ინტერნეტთან მომუშავე ადამიანების ქცევაზე. ჩვენ შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობთ ბრაუზინგს და ბევრად მეტ დროს - ერთი და იგივე ვებაპლიკაციების გამოყენებას. როგორიცაა, მაგალითად, Facebook-ი, Messenger-ები, Email-ი... ამ აპლიკაციების ერთდროულად გამოყენება უფროდაუფრო საჭირო ხდება ინტერნეტმომხმარებლებს შორის. სწორედ ამისთვისაა ყველაზე მოსახერხებელი Stack-ი“, - განაცხადა გიორგი ლალიაშვილმა.
ქართული ბრაუზერი გასულ წელს 5 საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდა.
imedinews.ge