„უცხოური გავლენის აგენტებთან" დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტს შორის ქართული ოცნება უპირატესობას „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ ვარიანტს ანიჭებს. ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვიხრებით ქართული კანონმდებლობისკენ, ის შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან და არ ვიხრებით ამერიკული კანონისკენ. ქართული კანონ-პროექტი იმსახურებს მხარდაჭერას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.