13 ოქტომბერს, 11.50 საათზე, ასპინძაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ანტონ ობოლაშვილს წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
13:10 საათზე , მმართველი გუნდი ახალქალაქში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სამველ მანუკიანს წარადგენს.
14.00 საათზე, სამველ მანუკიანის წარდგენა გაიმართება ნინოწმინდაში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.