17 ოქტომბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წალენჯიხაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
13.00 საათზე, მმართველი გუნდი ალექსანდრე მოწერელიას ჩხოროწყუში წარადგენს;
14.00 საათზე, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენა მარტვილში გაიმართება.
20.00 საათზე „ქართული ოცნება“ ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს წარადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.