„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„პირველი - მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართება. პრეზენტაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახსნის.
წარმოდგენილი იქნება ეკონომიკურ განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.
პრეზენტაცია გაიმართება 20 ოქტომბერს, 14.00 საათზე, რუსთავში, Construction service - ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.