„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

access_time2021-09-10 13:50:00

ამჯერად, კახა კალაძე საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, კაპანაძის #4-ში და ქინქლაძის #24 ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.



კახა კალაძე ჩუღურეთის მცხოვრებლებს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.



„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქალაქში მასშტაბური პროექტები განხორციელდეს. ამით ყველა იამაყებს. მათ შორის განსხვავებულ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც. ისინი შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსწონთ ქალაქში განხორციელებული პროექტები. ისინიც აქ ცხოვრობენ, სარგებლობენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურით, მგზავრობენ ახალი ავტობუსებით, განახლებულ სკვერებსა და პარკებში სეირნობენ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენი განხორციელებული საქმეებით ყველას ვაჩვენოთ, რომ საუკეთესოები ვართ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, ყველა დიდი გამზირი მიწისქვეშა კომუნიკაციებით განახლდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდება და ა.შ. როდესაც მთელი გულით ცდილობ, ყველაფერი გამოდის“, - განაცხადა კახა კალაძემ.



შეხვედრაზე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, კაპანაძის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.




„ყველა კარგად ვხედავთ, რა გაკეთდა ჩუღურეთში, რამდენი ქუჩა, სტადიონი სკვერი მოეწყო. მართალია, რჩება გამოწვევები, მაგრამ მასაც გავართმევთ თავს.



ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, კაპანაძის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის აშენება იქნება. აღნიშნული შენობა დედაქალაქში ყველაზე ავარიული ნაგებობაა. ადამიანების სიცოცხლე უპირველესია. ამიტომაც, კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.



მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, კახა კალაძე და ზურაბ ჩიკვილაძე კაპანაძის #4-ში იმყოფებოდნენ, სადაც თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.



კანდიდატები მოსახლეობას ქინქლაძის #24-ში, #125-ე საჯარო ბაგა-ბაღთან შეხვდნენ. აღნიშნული ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი 2020 წელს განხორციელდა და წლის ბოლოსვე დაიწყო მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა. ტერიტორიის სიმცირის გამო, საბავშვო ბაღი ხუთჯგუფიანი იქნება და ის 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები.
მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up