ზვიად ხორგუაშვილი: ქართული ოცნება რუსული სტილის მმართველობას ამკვიდრებს

ზვიად ხორგუაშვილი: ქართული ოცნება რუსული სტილის მმართველობას ამკვიდრებს

access_time2021-07-17 14:00:15

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა 5 ივლისს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან პირველად გაიგო სიტყვა სანქცია, რაც, მისივე თქმით, ნიშნავს, რომ ქვეყანა  ყავთ დაკვირვების ქვეში და თითოეულ გადაგმულ ნაბიჯს აკვირდებიან.


„ჩვენ ახლა, ხელისუფლების დამსახურებით, ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომ საქართველო სანქცირებულთა რიგებში არ მოხვდეს. ვისაც არ უნდა ემუქრებოდეს ეს სანქცია, იქნება ეს  მოქალაქე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს  სანქციები ქვეყანაზე ძალიან ცუდად აისახება. როდესაც ქვეყანაში გყავს ანტიდასავლური განწყობების ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მოწყვეტილია იმ ორიენტირს, რომლისკენაც მივისწრაფით და პირდაპირ  შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ქვეყანას კატასტროფულ შედეგს მოუტანს.

ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, ხელისუფლებას ძალიან მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი. დიდი ხანია, დაუკრეფავში არიან გადასულები და დროა გამოფხიზლდნენ და ამ პროცესებს შეუქცევადი ხასიათი არ მიეცეს. ამიტომ, დროა გამოვფხიზლდეთ, დროა გონს მოვეგოთ, შეწყდეს ძალადობა და მათ შორის დაკმაყოფილდეს ბევრი ის მოთხოვა, რომლებიც  დღეს აქციებზე ისმის.

პირველ რიგში აქ მთავარი ის  არის, რომ ისინი ვერ შეძლებენ თქვან, რომ მათ ქვეყანას  ემუქრება  სანქციები, იმიტომ რომ სანქციები ტარდება ინდივიდუალური ფორმით, ამოიარჩევენ  ყველაზე დამაზიანებელ  ადამიანებს, ვინც არიან საქართველოს ხელისუფლების რომელიმე შტოებში და მათკენ მიიმართება სანქციები.

რაც შეეხება რამის ახსნას, ჩვენ დასავლეთისთვის არაფერი ასახსნელი არ გვაქვს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რა ხდება, მათ ძალიან კარგად იციან რა სიტუაციაა, ვინ იქცევა ცუდად, ვინ არის  სიბნელის მხარეს და ვინ სინათლის მხარეს“, -  აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა.

 

ხორგუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ბევრ ადამიანზე არ დგას. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია მთლიანობაში პროპაგანდით არის გამოხატული, რამაც საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დააბნიოს და სოციალურ ქსელებში ტროლ-ბორტების აქტივობამ არ უნდა აფიქრებინოს ვინმეს, რომ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაცია. როგორც ხორგუაშვილი ამბობს, ის პროცენტი, რაც  „ქართულმა ოცნებამ“  არჩევნებზე აიღო, იყო დაშინებით და არჩევნების გაყალბებით გამოწვეული.


 

„იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ ხელისუფლებას მხარს უჭერენ, ძალიან მცირეა. ეს ჯგუფიც, ერთის მხრივ, იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც „ქართული ოცნებისგან“ გარკვეულ სარგებელს იღებენ და მას ამის გამო უჭერენ მხარს. მეორეს მხრივ ეს არის ადმინისტრაციული რესურსი და მესამე ის ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც შეიძლება რომ აყვეს ამ პროპაგანდას. ჩვენ სწორედ ამ ნაწილზე უნდა ვიმშაოთ, რომელიც შეიძლება პროპაგანდას აყვეს და მთავარი მესიჯი  უდნა იყოს,  რომ საქნციები არ შეეხება ქვეყანას,  ის შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელ ინდივიდებს და ამის მიუხედავად ეს სანქციები ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რაშიც დიდი როლი ხელისუფლებას მიუძღვის.

ეს მარტივი ასახსნელია, რაგდან მთელმა საქართველომ დაინახა 5-6 ივლისის პროცესები, რომ ეს დესტრუქციული ძალები ხელისუფლების მიერ არიან წახალისებულები,  მათ შორის არავის, არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ეს პროცესები არ მოეწონათ. ეს  შეიძლება  რომ მხოლოდ  მანიაკალური მიდრეკილების ადამიანს მოეწონოს“, -  აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა.

 

რაც შეეხება კოვიდ პანდემიას, ხორგუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების სტატისტიკა უარესდება, სურათი არც ისეთი მძიმეა, როგორც შემოდგომაზე გვქონდა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ მოსახლეობა ვირუსით დააშინოს და პანდემიური ფონის გამწვავება ოპოზიციის აქციებს დააბრალოს.

„ამ მხრივ ჩვენ ძალიან ფრთხილები უდნა ვიყთ, მაგრამ ისევ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოით პასუხი. ახალა რა დღეშიც ვართ, ეს, პირველ რიგში, იმის ბრალია, რომ ვაქცინაციას ვაგვიანებთ. მსოფლიოს სხვა ქვეყნებს რომ შევხედოთ, მათთან შედარებით ძალიან ცუდი მდგომარეობა გავქვს და ეს ცოდვა ხელისუფლების კისერზეა

მეორე, რაც ასევე  მნიშვნელოვანია, ჩვენნაირი სტატისტიკა თითქმის არავის არ აქვს, იქნება  ეს სიკვდილიანობა თუ ინფიცირება. მთელ მსოფლიოში ჩვენ ამ პროცესს ყველაზე ცუდად ვმართავთ. პირველი, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, არ უნდა შევუშინდეთ  ხელისუფლების მუქარებს – ხელისუფლება ილაპარაკებს,  პრემიერი ილაპარაკებს თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პირით, დიდი მნშვნელობა  არ  აქვს.  უდნა ვიცოდეთ, რომ  გავუფრთხილდეთ  თავს,  რეკომენდაციებს  დავუჯეროთ, ოღონდ ისეთ რეკომენდაციებს არა, რომელიც სახლიდან გასვლას გვიკრძალავს. ჩვენ  ახლა  ქვეყანა  გვაქვს გადასარჩენი, აქციებზე ყოფნა  მნიშნელოვანია. და რაც არანაკლებ მნიშნელოვანია, ხელისუფლება რუსული სტილის  მმართველობის დამკვიდრებით ქვეყანაში ზრდის ანტივაქსერების რაოდენობას. ისეთ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება ახალისებს ბნელ  ძალებს, შემდეგ ბნელი ძალები ახალისებენ ისეთ პროპაგანდას, როგორც არის ანტივაქსერობა. ამიტომ, ჩვენ  ხელისუფლებას უდნა  მოვთხოვოთ, რომ მაქსიალური ყურადღება მიაქციოს მსგავს თემებს, ანტივაქსერულ პოლიტიკას უნდა ვებრძოლოთ და  უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას რომ ვაქცინა თავის დროზე შემოიტანოს, -  აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up