16 ოქტომბერს, 13.40 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოზურგეთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვასილ ჩიგოგიძეს წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
15.00 საათზე, მმართველი გუნდი ვასილ ჩიგოგიძეს ჩოხატაურში წარადგენს;
17.00 საათზე, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენა გაიმართება ოზურგეთში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.