ქართული ოცნებიდან გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრის ადამიანებმა - სალომე ზურაბიშვილი

ქართული ოცნებიდან გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრის ადამიანებმა - სალომე ზურაბიშვილი

access_time2023-03-31 12:40:02

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ხალხის ნებას:

 

„არ შემიძლია არ შეგახსენოთ, სად იდექით გუშინ, როდესაც ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის შესრულებას შეუდექით. თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა დემოკრატია ქვეყანაში. თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც არჩევნებით, მშვიდობიანად და რევანშიზმის გარეშე გადაიბარეთ ხელისუფლება, შეუდექით სამართლიანობის აღდგენას, ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციის, ქვეყნის სახის, დემოკრატიის და რეპუტაციის დასაცავად. თქვენმა ხელისუფლებამ თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციას და შექმნა მრავალპარტიული კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი და მედიას დაუბრუნა პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება. საგარეო პოლიტიკაში გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული გადაწყვეტილება და პირველი ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა 2014 წელს ასოცირებას მოეწერა ხელი, 2016 წელს კი ვიზალიბერალიზაცია, 2018 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა პროევროპული გზის მხარდაჭერა და ამავე წელს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერაც ამის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია.

 


2021 წელს თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წელს ევროკავშირში განაცხადს გააკეთებდა. თქვენ ამას ერთხმად ხალხის არჩევანს უწოდებდით, ამიტომ ახლა არ შემიძლია არ გითხრათ და გკითხოთ სად დგახართ და რატომ, რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით. დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, სახელმწიფო ინსტიტუტების  გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული მმართველობა და მისი გავლენები, დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ძალაუფლების გახანგრძლივებას. სასამართლო რეფორმა ჩიხშია, თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ.

 

ქართული ოცნებიდან წასვლა დაიწყეს განსხვავებული აზრის ადამიანებმა. თქვენს რიგებში აღარ ისმის არც ერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე. პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ. პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა დისკუსიაზე, ღია დისკუსიაზე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც  ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up