„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

access_time2022-02-28 22:20:00

„დღეს გაიმართა უმრავლესობის სხდომა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რეგიონის წინაშე არსებულ სერიოზულ რისკებზე“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.


„ჩვენ, ასევე განვიხილეთ აგორებული ხელოვნური აჟიოტაჟი და ის თავდასხმები, რომელიც საქართველოს მთავრობის და მისი ხელმძღვანელის მიმართ ხორციელდება. სამწუხაროდ, იმ ურთულეს ვითარებაში, როდესაც უკრაინაში რუსეთის ღია აგრესია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, საქართველოში აღმოჩნდა ხალხი, რომელიც ამ ომით სარგებლობს და თავისი გეგმებისთვის იცლის.


საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ და ამის კვალდაკვალ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, გამოვხატოთ ქმედითი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.


ამ ფონზე, საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის, რას ემსახურება რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რაც ნაციონალური მოძრაობიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა. სამწუხაროდ მათი მიზანი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით სარგებლობა და საქართველოში სიტუაციის არევაა.


ნიშანდობლივია, რომ ამ მოღალატეობრივი მოქმედებების ავტორია ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც საქართველო და ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არც ერთი მათგანისგან კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია.



კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, საქართველო მეგობარი უკრაინის მიმართ ქმედით ჰუმანიტარულ დახმარებას და მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ და ურყევად გამოვხატავთ.


გარდა ამისა, ჩვენს დიპლომატიურ მისიებს უკრაინაში არა ერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია და მათი სამუშაო ადგილები.


გახსოვთ ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც იყო სამწუხაროდ ორდღიანი ნეგატიური პიარი, თითქოს ჩვენი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა მიატოვეს, უკრაინა და ჩვენი ხალხი მათგან დახმარებას ვერ იღებდა და მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ არც ერთი წუთით, არა თუ უკრაინა, თავიანთი სამუშაო ადგილები არ მიუტოვებიათ და თავის საქმეს აკეთებდნენ, ამის შემდეგ დაუწყეს მხოლოდ მადლობის გადახდა და ქება.


ამ სამწუხარო რეალობაში ვართ, გამოწვევები არის ბევრი, დიდი და ჩვენ გვიწევს გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ბეწვის ხიდზე სიარული და ამ დროს, შიდა ხელოვნური ტურბულენტობები ემსახურება ერთადერთი - ჩრდილოელი მეზობლის, ამ შემთხვევაში უკრაინაში ღია აგრესიის ავტორის ინტერესებს. ეს არის ძალიან სამწუხარო.


ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან, ეს იქნება გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და იცით შესაბამისი დოკუმენტები, მხარდაჭერა, ხელმოწერები, რაშიც სხვათა შორის იმ ადამიანებმა, ვინც ამ ე.წ. ტურბულენტობას უზრუნველყოფს, მონაწილეობა არ მიიღეს.


ასევე იცით, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ამ ფონზე შიდა დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, საქართველოში არსებული სიტუაციისთვის და იმ რისკების გაღრმავებას ემსახურება მხოლოდ, რა რისკებიც წინაშეც ამ შემთხვევაში ცივილური სამყარო დგას“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up