“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიტარით მივიდა და დაიბარა, რომ 7 საათზე “საუნდჩეკზე“ დაბრუნდება.
ამ დროს სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მედიისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდნენ. ჯაფარიძემ მდინარაძეს ჰკითხა, თუ რომელზე იწყებენ და დაუბარა, რომ 7 საათისთვის „საუნდჩეკზე“ დაბრუნდება.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ოფისის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.