„ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარლამენტის მუშაობის პარალიზებას იწვევს - DRI

„ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარლამენტის მუშაობის პარალიზებას იწვევს - DRI

access_time2023-04-19 19:30:42

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარლამენტის მუშაობის პარალიზებას იწვევს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც DRI-მ გამოაქვეყნა.

„საქართველოს პარლამენტში უკვე მეორე დღეა საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურული საბოტაჟის გზით ცდილობს დაბლოკოს საგამოძიებო კომისიის შესახებ კენჭისყრა. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ შეძლო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმის მობილიზება, საპარლამენტო უმრავლესობის მთელი შემადგენლობა კენჭისყრამდე რეგისტრაციაზე უარს აცხადებს, რის გამოც კვორუმისთვის აუცილებელი რაოდენობის 76 ხმა ვერ გროვდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება კენჭისყრა.

საგამოძიებო კომისია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. კომისიის საქმიანობის ფარგლებში პარლამენტს შესაძლებლობა აქვს დეტალური ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი უწყებებისგან შესაძლო დანაშაულების შესახებ. საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭება არანაკლებ 50 დეპუტატისთვის გულისხმობს დემოკრატიული ზედამხედველობის ამ ბერკეტის დაუბრკოლებლად გამოყენებას საპარლამენტო ოპოზიციის მიერ. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კენჭისყრის ჩაშლა და ოპოზიციისთვის ხელის შეშლა საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მიზანს,  მისცეს ოპოზიციას საზედამხედველო უფლებამოსილების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა.   

„ქართული ოცნება“ საკუთარ გადაწყვეტილებას  მოსამართლეების მიმართ სოლიდარობით ხსნის. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია არადამაჯერებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება გაურბის სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს. საგამოძიებო კომისიის შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად აქცევდა სასამართლოში არსებულ პრობლემებს, რაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის არასასურველია. „ქართული ოცნების“ კატეგორიული წინააღმდეგობა შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული გარიგებების და ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაციის გამოაშკარავებისთვის ხელის შეშლას. 


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური პოლიტიკური გავლენები გამოუაშკარავებელი არ დარჩება. საგამოძიებო კომისიის საკითხზე კენჭისყრის ჩაგდება მხოლოდ დროებით გადაავადებს სასამართლო ხელისუფლებაში დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული პირებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.“- ნათქვამია განცხადებაში. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up