„ქართული ოცნების“ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები ე.წ. კაიროს და აფრიკის დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები ე.წ. კაიროს და აფრიკის დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდნენ

access_time2021-08-31 14:10:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს და აფრიკის დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდა.


თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ე.წ. კაიროს დასახლებაში წლობით მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემა გადაჭრილია. კერძოდ, მოეწყო წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი, ყველა ქუჩაზე დაიგო ასფალტი და რეაბილიტირდა საფეხბურთო მოედანი.


„გვახსოვს ყველას, რა მდგომარეობა იყო კაიროს დასახლებაში. ამჟამად რჩება დამისამართების პრობლემა, რომლის გადასაწყვეტად უკვე ჩანიშნულია შეხვედრა შესაბამის კომისიასთან. ახლა უნდა ვიყუროთ წინ და კიდევ ბევრი უკეთესი პროექტი უნდა განვახორციელოთ. „სიცოცხლე ყველა უბანში“ მე ასე მესმის: თქვენ რომ გამოხვალთ სახლიდან, უნდა იგრძნოთ, რომ უფრო უკეთეს, კომფორტულ უბანში ცხოვრობთ“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.


თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კაიროს დასახლების მცხოვრებლებს სკვერის რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.



„გასული ოთხი წლის განმავლობაში დაძლეული გამოწვევები გვაძლევს საშუალებას, რომ არსებულ პრობლემებსაც ვუპასუხოთ. ჩვენ ამისთვის ვართ, რომ მხოლოდ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


რაც შეეხება ე.წ. აფრიკის დასახლებას, როგორც ადგილობრივებს კანდიდატებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნა გათვალისწინებულია და გამოყოფილია ფართი, სადაც მომავალი წლიდან სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყება.


ამავე დასახლებაში, სანაძის, ფაღავასა და გუგუშვილის ქუჩების ნაწილში უკვე მოწყობილია წყალარინების და წყლის სისტემა, ამჟამად კი საგზაო სამუშაოები იგეგმება.


შეხვედრებს ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up