„ქართული ოცნების“ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ლილოს დასახლებაში შეხვედრები გამართეს

„ქართული ოცნების“ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ლილოს დასახლებაში შეხვედრები გამართეს

access_time2021-08-31 12:50:00

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი აგრძელებს წინასაარჩევნო შეხვედრებს. ამჯერად კახა კალაძე, საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, ლილოს დასახლებას სტუმრობდა.



კახა კალაძემ ლილოს მოსახლეობას სამომავლო პროექტები და მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. მანვე ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლის წინაშე ლილოს დასახლება ჯერ კიდევ დგას.



„იმაზე ორჯერ-სამჯერ მეტს გავაკეთებთ, რაც გავაკეთეთ 4 წლის განმავლობაში. მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლებში, თუმცა, შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა. გარკვეული დაპირებები მქონდა, რომელთა შესრულება ვერ შევძელით იმის გამო, რომ ბოლო ორი წელია, ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. დაგეგმილი პროექტებისთვის განსაზღვრული თანხების გადამისამართება მოგვიწია იმ ოჯახებისთვის და იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ ამ ვითარებაში.



არ იფიქროთ, რომ ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არ გაკეთდება. პირიქით, იმაზე მეტი გაკეთდება, მეტი ენთუზიაზმით და მეტი ენერგიით. ჩვენ ვიცით, დღეს რა პრობლემებია თითოეულ სადარბაზოში, თითოეულ უბანში, თითოეულ რაიონში, ამიტომ, საკმაოდ ამბიციური გეგმებით მოვდივართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




კახა კალაძემ და რევაზ სოხაძემ დაათვალიერეს ლილოს დასახლებაში ახლადგახსნილი საცურაო აუზი, რომელიც მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს.



„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამავე დროს, აქტიურად ვმუშაობთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. შეიძლება რომელიმე პრობლემა ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ გვერდში დგომას ყოველთვის იგრძნობთ. თქვენც და ჩვენც უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ საუკეთესო უბანში იცხოვროთ“, - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ.



კანდიდატები სტურუას ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანზეც იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაციაც ახლო მომავალში იგეგმება. რაც შეეხება სტურუას ქუჩას, მისი რეაბილიტაცია 2020 წელს განხორციელდა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარი.



შეხვედრებს ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


თეგები:
შეხვედრები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up