„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

access_time2021-08-31 14:40:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კახა კალაძე ამჯერად, დედაქალაქის საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, ვარკეთილის დასახლებას ეწვია.



თბილისის მერობისა და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატები ვარკეთილის ზემო პლატო, მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და N25-N26 საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სკვერი დაათვალიერეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამავე მისამართზე, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაპროექტდა და მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, ველობილიკი, ატრაქციონები და ფიტნეს ზონა.



„პირობას გაძლევთ და ვპირდები თბილისს, რომ მომდევნო ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, ვიშრომებთ კიდევ უფრო თავდაუზოგავად, გვაქვს ამბიცია, რომ ქალაქში განვახორციელოთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენთვის არ არსებობს გარკვეული უბნები, რომელთაც უფრო მეტი ყურადღება ექცევა - ყველას თანაბრად ვუნაწილებთ არსებულ ბიუჯეტს და ყველა რაიონთან და უბანთან მიმართებაში, თანაბარი მიდგომა გვაქვს. ჩვენი საარჩევნო სლოგანია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ამ სიტყვების უკან დგას ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და ხედვა, რომელსაც საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარვუდგენ. ამ ყველაფერს მხოლოდ მე ვერ გავაკეთებ, რადგან მნიშვნელოვანია, ძლიერი გუნდი საკრებულოში, პროფესიონალი ადამიანები მერიაში და რა თქმა უნდა, საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.




კახა კალაძემ და რევაზ სოხაძემ დღესვე, დაათვალიერეს ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში არსებული დასასვენებელი სივრცე. ასევე, გაეცნენ სუხიშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ დასასვენებელი სივრცის გარდა, ამავე ტერიტორიაზე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, შადრევანი და ატრაქციონები მოეწყობა.



კანდიდატები ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, N1-N2-N3 და N9 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ იმყოფებოდნენ, სადაც ასევე, დასასვენებელი სივრცე მოეწყო. გარდა ამისა, თბილისის მერობისა და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, N420 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცეც დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წელს მოეწყო. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ამავე ტერიტორიაზე განხორციელდება სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც.



„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გაკეთდა იმდენი რამ, რაც ქალაქში არასდროს გაკეთებულა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით უნდა ვიმუშაოთ და ვარკეთილის დასახლებაში კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. ბედნიერი ვარ, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, მაქვს საშუალება, მათთან ერთად, ყველა მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა მივიღო და ჩემი წვლილიც შევიტანო. თქვენ, სამგორელებს უნდა გქონდეთ იმის ამბიცია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უბანში იცხოვროთ და ვარკეთილი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საცხოვრებელი უბანი გახდეს. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან პროექტებში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრივ კი, მაქსიმალურად დავიხარჯებით იმისთვის, რომ გემსახუროთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.



ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up