ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანის ვახო სანაიას მოწოდების შემდეგ ტელეკომპანიების, მათ შორის ტვ პირველის, მთავარი არხის, იმედის, პოზტივის, ფორმულას და სხვა ტელეარხების ოპერატორებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის წინ, პროტესტი ნიშნად, ტელეკამერები, მიკროფონები და PRESS-ბარათები დაალაგეს.
ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს!
მოიტანეთ თქვენი კამერები და მიკროფონები დღეს 6 საათზე რუსთაველზე და დავაწყოთ მიწაზე. დაინახოს მთელმა მსოფლიოს, რომ საქართველოში ხელისუფლება ხოცავს ჟურნალისტებს!
ლექსოსთვის!, – მოუწოდებდა მანამდე ჟურნალისტი ვახო სანაია ოპერატორებს ქართული მედიის მიერ გამართულ უპრეცედენტო საპროტესტო აქციაზე, რომელზეც ჟურნალისტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ სასტიკი ცემის შემდეგ დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა.