ქართული თხილისთვის ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70% ევროკავშირის ბაზარზე მოდის - ოთარ შამუგია

ქართული თხილისთვის ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70% ევროკავშირის ბაზარზე მოდის - ოთარ შამუგია

access_time2022-12-29 17:32:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“  ეთერში ქართული თხილის სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თხილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურა და ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამ სექტორში, ქვეყნის მასშტაბით,  ათასობით ფერმერია დასაქმებული, აქედან, უმრავლესობა, დასავლეთ საქართველოში.


„შარშან, დაახლოებით, 115 მლნ  დოლარის  ღირებულების ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა.  მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70% ევროკავშირის ბაზარზე მოდის. მიმდინარე წელს, ჩვენ ვაკვირდებოდით სექტორში მიმდინარე პროცესებს. კლიმატურმა პირობებმა, ასევე სხვა გარე ფაქტორებმა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ხდებოდა, გამოიწვია ის, რომ ვერ მივიღეთ იმ რაოდენობის და ხარისხის მოსავალი, როგორიც შარშან იყო. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ შეძლეს სათანადო  წამლობის განხორციელება; ამას დაემატა მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება და ფასები, რის გამოც ჩვენს ფერმერებს შემოსავალი შეუმცირდათ. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა სექტორის წარმომადგენლებთან და, შედეგად, დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სწორედ ამ კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული. თხილის მწარმოებელი ფერმერების მხარდამჭერი პროექტის პირველი ეტაპი არის კადასტრი, თუ რომელ ფერმერს რა ფართობის, რა ჯიშის თხილი აქვს და ასევე, რა საჭიროებები არსებობს. შექმნილია შესაბამისი შტაბი, რომელიც აქტიურად მუშაობს. დღეისათვის, ჩვენი უწყების თანამშრომლების მიერ, 20.000 ჰა თხილის ბაღები უკვე რეგისტრირებულია. ჩვენ  შევდივართ ყველა სოფელში და ყველა ფერმერს, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული, ვუწევთ მომსახურებას. მომავალი წლის თებერვლიდან, როცა დავასრულებთ რეგისტრაციის პროცესს, 1 ჰა ფართობზე განვახორციელებთ 500 ლარის ოდენობით დაფინანსების გაცემას, რაც იქნება გამოყენებული მხოლოდ თხილის მოვლის საშუალებების შესაძენად. ფერმერებს ბარათებზე დაერიცხებათ ქულები და ამ ქულების გამოყენებით, წამლობის განხორციელებისთვის საჭირო საშუალებების შეძენას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ“, -  განაცხადა ოთარ შამუგიამ.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up