არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ თვითმმართველობის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46.6% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 31.1%, ხოლო „საქართველოსთვის“ 7.7%.
რაც შეეხება, თბილისს, დედაქალაქში, პროპორციული სისტემის მიხედვით, პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 39.7%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 28.3%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ 8.8% მიიღო.
ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძე ამბობს, რომ მერის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები მუშავდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.