"ქართველები არა მხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა," - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2023-03-06 22:57:43

ქართველები არა მხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა, ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე - მიშელ მუსხელიშვილი იყო- , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1918 წელს სწორედ გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე ფაქტო აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო 1992 წელს ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

„მდიდარ ტრადიციებზე იზრდებოდა, ეფუძნებოდა და აგრძელებდა თანამედროვე საქართველოს შემოქმედი ყველა თაობა - ჩვენი დიდი განმანათლებლები სულხან-საბა და ვახტანგ მეექვსე, დიდი რეფორმატორი და ევროპული მოდერნიზაციის მოთავე მეფე ერეკლე II, მოგვიანებით - ილია ჭავჭავაძე. ევროპული საგანმანათლებლო სისტემის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც 1918 წელს კავკასიაში ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი დააფუძნა. ის გახდა ქართველ ინტელექტუალთა ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდი.


ამ ტრადიციების პირმშოა ქართული მეცნიერება, მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილია თანამედროვე ქართული თეატრი, კინო, საოპერო და საბალეტო ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, მწერლობა და პოეზია.

სამართლიანად ვამაყობთ 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მონაპოვრით, რომლის კონსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთ სანიმუშო სახელმწიფოებრივი მოწყობის მთავარ დოკუმენტად ითვლება, პროგრესული დემოკრატული წყობით, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გააუქმა სიკვდილით დასჯა, დაადგინა სიტყვის, გამოხატვისა და რწმენის თავისუფლება, განამტკიცა ეროვნულ უმცირესობათა უფლებები. დაადგინა ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიური თანასწორობა.

მინდა აღვნიშნო, რომ 1918 წელს სწორედ გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე ფაქტო აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო 1992 წელს ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

გვეამაყება ისიც, რომ ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე - მიშელ მუსხელიშვილი იყო.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ქართველები არა მხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up