„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ - სალომე ზურაბიშვილი

„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ - სალომე ზურაბიშვილი

access_time2023-04-03 14:30:57

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ეს ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება დღეს ქართველი ხალხის უალტერნატივო მიზანია.

 

„ბატონო პრეზიდენტო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ამ დღეებში და არაერთხელ გასული წლების მანძილზე დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. გასული ათწლეულების მანძილზე საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე. გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო, თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და კითხვა – საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენ წინაშე. ეს არის დიდი მიღწევა. დღეს კი კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია. მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ. ბატონო პრეზიდენტო, 14 მარტს ევროპარლამენტისადმი მიმართვაში თქვენ საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირეთ მხარი და ამისთვის მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო, რამეთუ ლიეტუვა იმ ადგილას დგას, სადაც იდგა მთელი ამ პერიოდის დროს და ამ გზაზე გვიჭერს მხარს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 


სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  დროა, ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში ვილნიუსში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი აჩვენოს.

 

„საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება. თითქმის 20 წელია, ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ლიეტუვის განსაკუთრებული წვლილის მოწმენი ვართ. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის განმავლობაში.

 

დროა, ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში ვილნიუსში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება, არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მის ახალ და ადვილ სამიზნედ გახდეს. 2024 საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. გვაქვს ყველანაირი პირობა, წარმატებით შეხვდეთ ამ თარიღს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ლიეტუვის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up