ქეთი დუმბაძე - მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველანი, ზღვარზე ვიყავთ და ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ, სწორედ მაშინ გაჩნდა „ქართული ოცნება“,  იმიტომ აღმოვჩნდი მე ამ გუნდში

ქეთი დუმბაძე - მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველანი, ზღვარზე ვიყავთ და ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ, სწორედ მაშინ გაჩნდა „ქართული ოცნება“, იმიტომ აღმოვჩნდი მე ამ გუნდში

access_time2021-08-19 17:36:28

„ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო აუდიტორია და ტრიბუნა ის არის, სადაც გურულები არიან და მე მათ წინაშე უნდა წარვდგე. სისხლით, ჯიშით და მოდგმით ვალდებული და მადლიერი ვარ თქვენი და მე ეს ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ქეთი დუმბაძემ, ,,ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენაზე.



ქეთი დუმბაძემ, მადლობა გადაუხადა გურულებს გვერდში დგომისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ არჩევნებშიც გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება“.



,,მადლობა, ჩემი ობოლი მამისთვის, რომელიც თქვენ გაზარდეთ. ხუთი წელი იცხოვრა გურიაში და მთელი ცხოვრება გურიაზე წერდა. თქვენი დამსახურებაა ნოდარ დუმბაძე. ჰოდა, ამიტომ, ძალიან მიჭირს, ხოლმე თქვენთან საუბარი და ახლაც, მამას სიტყვებით გავბედავ საუბრის დაწყებას - ადამიანმა, შეიძლებაო ყველაფერს გაუძლოს, უპურობას, უფულობას, უტანსაცმელობას, უფეხსაცმელობას, მაგრამ ღირსების შელახვას ვერასდროს გაუძლებსო და მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ზღვარზე ვიყავთ და ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ, სწორედ მაშინ გაჩნდა „ქართული ოცნება“, იმიტომ აღმოვჩნდი მე ამ გუნდში,იმიტომ, რომ ღირსებაშელახულ ცხოვრებას სჯობს საერთოდ არ იყო, ან უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოასწორო და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ არცერთი ადამიანის ღირსებას უდიერად არ მოეპყრო.




ეს ის კუთხეა სადაც, ისევ მამას სიტყვებით ვიტყვ - შუბლის ძარღვგაწყვეტილი ვერ მოხვალ. აქ ვერც ტყუილს იკადრებ. ვერც ფუჭ პირობას დადებ, რომლის შესრულებაც არ შეგიძლია და მე მართლაც, რვა წელიწადია ყველა არჩევნებზე ასე დავდივარ. სულ ვღელავდი, რომ ადამიანებს ისეთი რამე არ ვუთხრა, ისეთი პირობა არ მივცე, რომელიც მერე ვერ შესრულდება. მაგრამ მე სულ ვიცოდი, რომ მე რომ ვთხოვდი აქ ვინმეს გურიაში, რომ მიშველეთ ჩემს ახლობელს აი ეს სჭირდება, იმას რაღაცა გაუჭირდა, იმას სახლი აქვს გადასახური და თავზე აწვიმს, ყოველთვის იყო თანადგომა. შვიდჯერ მოვიგეთ არჩევნები და ახლა მერვე არჩევნებია. რა თქმა უნდა, მოვიგებთ. იმიტომ, რომ ეს გუნდი დადის სიმართლით, დადის კაცთმოყვარეობით. ჩვენ ეს არჩევნებიც უნდა მოვიგოთ“ - განაცხადა ქეთი დუმბაძემ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up