ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლიდან დღემდე 315 მლნ ლარის ღირებულების 403 ობიექტი გაასხვისა

ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლიდან დღემდე 315 მლნ ლარის ღირებულების 403 ობიექტი გაასხვისა

access_time2021-11-11 18:30:45

საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტო არ ეთანხმება ექსპერტების აკაკი ჩარგეიშვილისა და რამაზ გერლიანის მოსაზრებას, რომლებიც „კომერსანტთან“ აცხადებდნენ, რომ მთავრობას პრივატიზაციის პროცესი ჩაუვარდა. 


უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების  პროაქტიული გაყიდვების  და ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს ბიზნეს სექტორს მასშტაბური საპრივატიზებო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარუდგინა. პროგრამის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე უკვე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის უფლება მიეცა. პროექტის ფარგლებში 2019 წლიდან დღემდე ჯამში 315 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 403 ობიექტი გასხვისდა.

 

2019-2020 წლებში პანდემიის მიუხედავად, სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა საპრივატიზებო გეგმა და  პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ელექტრონულ აუქციონზე 116 უძრავი ქონება გაყიდა, რომელთა საწყისი ღირებულება შეადგენდა 67 398 251 ლარს, ხოლო საპრივატიზებო თანხამ 84 447 751 ლარი შეადგინა. გაყიდვების სტიმულირების მიზნით, ამავე პერიოდში ამოქმედდა ფასდაკლების მექანიზმი, რაც 25% დან 50%-მდე ფასდაკლებას ითვალისწინებდა.


 

2021 წელს ქვეყნის წინაშე არსებული   ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კიდევ უფრო გაფართოვდა და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს არასასოფლო-სამეურნეო ქონებასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა პროფილის საწარმოები შეთავაზა. შედეგად, მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით ჯამში 230,909,439  ლარის ღირებულების 287 ობიექტი გასხვისდა. აქედან 3 253 539 ლარის ღირებულების 6 სახელმწიფო საწარმო და 34 005 500 ლარის ღირებულების 91 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 2019 წლიდან დღემდე ჯამში 315 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 403 ობიექტი გასხვისდა, რაც მეტყველებს პროექტის წარმატებით მიმდინარეობაზე. სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა საპრივატიზებო პაკეტების შემუშავებაზე და მომავალში ბიზნეს სექტორს კიდევ უფრო მეტ საინვესტიციოდ მიმზიდველ ობიექტებს შეთავაზებს. - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up