რა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში

რა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში

access_time2022-02-25 16:00:42

ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“  ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ბევრად ქმედითი ნაბიჯებია გადასადგამი, ვიდრე აქამდე ხდებოდა. კერძოდ, ის თვლის, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენად არის ევროკავშირში ისეთი ლიდერი, ვინც ამ კრიზისიდან გამოსავალს საკუთარ თავზე აიღებს და რუსული აგრესიის შეკავებას შეძლებს.


,,ქალაქების აღება და კონტროლი არ არის მარტივი საქმე, აქედან გამომდინარე, ეს მოკლევადიანი ომი არ იქნება. თუკი რუსეთის ქმედება ემსახურება საბჭოთა კავშირის აღდგენას, ამ კავშირში შედიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიც, ამიტომ ამ ჩანაფიქრის დაშვებაც კი ნიშნავს, რომ რუსეთი ნატოსკენ იწევს. ეს კი პრაქტიკულად მესამე ომის დასაწყისის ტოლფასია. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ჯერჯერობით საუბარია სანქციებზე, რომელიც ბევრად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე აქამდე ხდებოდა და რეალურად პასუხობს რუსეთის ქმედებებს. მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია ისეთი ლიდერი, ვინც  რუსეთის აგრესიის შეკავებას შეძლებს. ევროკავშირის უსაფრთხოებას აქვს სერიოზული რისკი და ეს ომი მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამიტომ რეაქცია უნდა იყოს მწვავე, რადგან შეიძლება  რუსეთი უკრაინაზე აღარ გაჩერდეს და უფრო წინ წავიდეს, არაფერია გამორიცხული“, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე ,,კომერსანტთან“.


რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, მისი თქმით, ამ ეტაპზე მას მნიშვნელოვანი ფუნქცია არ აკისრია გარდა იმისა, რომ მიიღოს უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეები, რომლებიც დიდ განსაცდელში არიან.



,,წინა პლანზე მნიშვნელოვანია ისეთი სახელმწიფოების  როლი, როგორიც აშშ და ევროკავშირის ქვეყნებია. რეალურად მათ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც მტკივნეული იქნება რუსეთისთვის და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას დააფიქრებს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ვერბალურად,  გარკვეული სოლიდარობის გამოცხადება. თუკი რომელიმე ლტოლვილი გადაწყვეტს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, გეოგრაფიული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს, შეიფაროს ლტოლოვილები“, - დასძენს ვანო ჩხიკვაძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისა და მათი მასპინძელი კერძო სექტორისთვის ამუშავებულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზიც. 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში და უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ დახმარებისთვის.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up