რა გეგმები აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს და მის ახლადდანიშნულ უფროსს - უწყების პრეზენტაცია დღეს გაიმართა

რა გეგმები აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს და მის ახლადდანიშნულ უფროსს - უწყების პრეზენტაცია დღეს გაიმართა

access_time2023-03-31 11:50:30

ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი  მოწინავე ადგილზე. ჩვენ დაახლოებით ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატოს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა,  ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ანტიკორუფციული ბიუროს დებულება, მანამდე კი შესწავლილ იქნა ევროპის საუკეთესო გამოცდილება და ამ კონცეფციაზე იქნა აგებული ქართული ანტიკორუფციული ბიუროს დებულება.

 

„კორუფცია ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია თანამედროვე დემოკრატიის განვითარებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის, შესაბამისად, ადამიანს კორუფციის პირობებში უჩნდება უნდობლობა საჯარო სექტორის მიმართ. ამგვარად, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. როცა 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. იმ რეფორმების შედეგია ის შედეგები, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა. გვიხარია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი  მოწინავე ადგილზე. ჩვენ დაახლოებით ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატოს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ.


რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ ანტიკორუფციული ბიუროს დებულება. მანამდე ჩვენ შევისწავლეთ ევროპის საუკეთესო გამოცდილება და ასევე ის რეკომენდაციები, რომლითაც შეფასებული იყო სხვადასხვა ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროები და ზუსტად ამ კონცეფციაზე ავაგეთ ქართული ანტიკორუფციული ბიუროს დებულება. ის პასუხობს ყველა საერთაშორისო ნორმას და  კონვენციის ვალდებულებებს.


ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახლავთ ის, რომ პარლამენტის წინაშე წარვადგინოთ კორუფციის წინააღმდეგ წინადადებები. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები, სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით. პარლამენტთან ერთად შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. აქ ძალიან კარგი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროსაბჭომ, იგივე ექსპერტების ჩართულობის თვალსაზრისით. ჩვენ რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დავიწყებთ აღნიშნული კონცეფციის მომზადებას. მეორე ძირითადი მიმართულება ეს გახლავთ ანტიკორუფციული სტრატეგიული გეგმის შედგენა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი. შესაბამისად, მას წინ უნდა ახლდეს მნიშვნელოვანი კვლევები და სამუშაოები. ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება ევროპულ ქვეყნებში და პირველ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რაზეც დავიწყებთ მუშაობას ეს არის კორუფციის შეფასების დოკუმენტი, რომელიც გახდება საფუძველი სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრა ეროვნულ ანტიკორუფციულ გეგმაში", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.


 

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება ერთ-ერთი ძლიერი ანალიტიკური და საერთაშორისო მიმართულება, ამასთან, შექმნილია ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, არამედ ის სხვადასხვა უწყებებში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

 

რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.


„შემდგომი მიმართულება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება საერთაშორისო მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი კოორდინაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, ამისთვის შევქმენით ცალკე დეპარტამენტი და მუდმივად გვექნება მათთან კომუნიკაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენი ბიუროს სამუშაოებს.  ასევე შევქმენით ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, ის სხვადასხვა უწყებებში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვან მიმართულებებში და ამავდროულად იზრუნებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საზოგადოებაში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიებს განვახორციელებთ.


მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც, აქ ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, შევხვდებით, გავივლით სხვადასხვა საკითხებს და ვიმედოვნებ, მათთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობის საშუალება მოგვეცემა. ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სპეციალურად ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროში საკონსულტაციო საბჭოს, სადაც როგორც აკადემიური წრის, ისე ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან კონკრეტული მიმართულებებით და მათ ეს პლატფორმა დაეხმარებათ იმისთვის, რომ ახლოს გავიცნოთ ის მიმართულებები და რეფორმები, რაც დადგენილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ.


კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისა და მხარდაჭერისთვის. ანტიკორუფციული ბიურო იქნება ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი კორუფციის მიმართ ბრძოლაში და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებებს, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ წარმატებებს ევროინტეგრაციის გზაზე,"- აღნიშნა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up