რა მდგომარეობაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე?

რა მდგომარეობაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე?

access_time2022-09-13 09:30:35

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის ვითარება არ შეცვლილა. საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს, - ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე, არამ ტოროსიანზე დაყრდნობით ავრცელებს.


„მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით, მიზანში იღებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა მან.


არამ ტოროსიანის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად პასუხობენ და სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანას.


„შექმნილ ვითარებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, - განაცხადა ტოროსიანმა.


მისი თქმით, სომხური მხარის დანაკარგების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.


აღსანიშნავია, რომ სომხეთი იუწყება საზღვართან ინტენსიურ სროლაზე აზერბაიჯანის ძალების მხრიდან, ბაქო კი აცხადებს სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფების მხრიდან მოწყობილ დივერსიაზე.


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამშაბათს, 12 სექტემბერს, ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სასაზღვრო ქალაქების მიმართულებით, მათ შორის საარტილერიო იარაღის გამოყენებით.



"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს ქალაქების - გორისის, სოტქისა და ჯერმუკის - მიმართულებით, საარტილერიო, მსხვილკალიბრიანი იარაღის და ავტომატების გამოყენებით. იერიში განხორციელდა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე" - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უპილოტო საფრენ აპარატებსაც იყენებს.


"გრძელდება ინტენსიური სროლა, რომელიც აზერბაიჯანის მხარის მასშტაბური პროვოკაციის შედეგად დაიწყო. სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ პასუხს იძლევიან" - აცხადებს უწყება.


პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ერევანს ბრალს სდებს რამდენიმე მიმართულებით განხორციელებულ მასშტაბურ დივერსიაში.


"12 სექტემბერს, ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მასშტაბური დივერსია განახორციელეს დაშკესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებით, აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე. სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა ღამის დადგომის შემდეგ დანაღმეს რაიონები და მომარაგების გზები აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებს შორის, მრავალი მიმართულებით, [არეალის] მთიანი რელიეფის გამოყენებით. ამ აქტების დაუყოვნებელი აღკვეთის მიზნით ჩვენი დანაყოფების მიერ მიღებული სასწრაფო ზომების შედეგად მოხდა ბრძოლა" - იუწყება სამინისტრო და დასძენს, რომ არის მსხვერპლი როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან.


"მოქმედებაშია აუცილებელი ზომები საიმისოდ, რომ ჩახშობილ იქნას სომხეთის შეიარაღებული ძალების ცეცხლის წერტილები და არ მოხდეს საომარი კონფლიქტის მასშტაბის გაფართოება" - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 2020 წლის სექტემბერსა და ნოემბერში მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ტერიტორიებისთვის წარმოებული ექვსკვირიანი ომის დროს. მას შემდეგ პერიოდულად იფეთქებს ხოლმე შეიარაღებული დაპირისპირება. მხარეები ერთმანეთს აბრალებენ ძალის გამოყენებას. დიპლომატიური მცდელობები, მოაგვაროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ომის დასრულების შემდეგ, ძირითადად ჩიხში შედის.


მთიანი ყარაბაღი, რომელიც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ეთნიკური სომხების კონტროლქვეშ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად.


2020 წლის სამხედრო მოქმედებები დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმებით, რის შედეგადაც აზერბაიჯანს დაუბრუნდა ვრცელი ტერიტორიები, რეგიონში განლაგდა რუსეთის 2000 სამხედრო. ზავმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ერევანში


წყაროები: ipn.ge და radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up