რა ნაკლოვანებები აღმოაჩინა აუდიტმა სასაზღვრო პოლიციის აქტივების მართვაში და რას პასუხობენ უწყებაში

რა ნაკლოვანებები აღმოაჩინა აუდიტმა სასაზღვრო პოლიციის აქტივების მართვაში და რას პასუხობენ უწყებაში

access_time2023-03-31 22:30:04

სახელმწიფო აუდიტმა სამსახურმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2019-2020 წლების აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შედეგები 24 მარტს გამოქვეყნდა

უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციას თავისი ფუნქციების შესასრულებლად გააჩნია მნიშვნელოვანი ოდენობის და ღირებულების აქტივები, რომლებიც განთავსებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (ძირითადად, საზღვრებზე), მათ შორის რთულად მისადგომ ადგილებში, რის გამოც პრობლემურია მათი მართვა და დაცულობაზე სრულყოფილი კონტროლი. აღნიშნული ქონების მართვაში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანება. კერძოდ:

უძრავი ქონება

ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობა, ამორტიზებული და გამოუყენებელი შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი ბინების მართვის ნაკლოვანებები, არარეგისტრირებული უძრავი ქონება.


საფრენი აპარატები

დასაცავი ტერიტორიის საჰაერო მონიტორინგის ნაკლოვანება, საფრენი აპარატების საექსპლუატაციო მზადყოფნის ნაკლოვანებები, საგანგებო სიტუაციებში ჩართულობისა და ლიტერული ფრენების კონტროლის ნაკლოვანებები

 

მცურავი საშუალებები

მცურავი საშუალებების საექსპლუატაციო მზადყოფნის ნაკლოვანებები, მცურავი საშუალებების მიერ საწვავ-საპოხი მასალების მოხმარების ნაკლოვანებები.

 

სხვა სპეციფიკური ქონება

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების მართვის ნაკლოვანებები, კინოლოგიის მიმართულებით არსებული ნაკლოვანებები.



ავტოპარკის მართვა

ავტოპარკის ოპტიმიზაციის პროცესში არსებული ნაკლოვანებები, საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციული მექანიზმების ნაკლოვანებები.

 

მცირეფასიანი ინვენტარი, სასაქონლო მატერიალური მარაგები და სხვა აქტივები

გამოუყენებელი მცირეფასიანი ინვენტარის და სასაქონლო მატერიალური მარაგების ჩამოწერასთან დაკავშირებული პრობლემები, კვების პროდუქტების ხარჯვის ნაკლოვანებები.

 

აქტივების ინვენტარიზაცია

სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გადაუმოწმებლობა. ინვენტარიზაციის ჩატარება არაოფიციალური სამუშაო ჯგუფების მიერ, უსარგებლო აქტივების გამოვლენაში არსებული ნაკლოვანებები, დანაკლისის ანაზღაურების პრობლემა.


სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში გამოვლინდა ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობასთან ერთად გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: შესყიდვების არასწორი დაგეგმვა, შესასყიდი საქონლის/მომსახურების პრიორიტეტულობის დაუცველობა, შესყიდვის პროცედურების დაგვიანებით დაწყება და სხვა ნაკლოვანებები.


სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს დღეს სასაზღვრო პოლიციაში ვრცელი განცხადებით გამოეხმაურნენ.  უწყებაში აცხადებენ, რომ აუდიტის ანგარიში შეეხება  2019-2020 წლების პერიოდს და არ მოიცავს ინფორმაციას შემდგომ წლებში სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროგრესის შესახებ.  აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე არ არის ასახული მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების  შესრულების შესახებ ინფორმაცია.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ყოველდღიურ რეჟიმში, არაერთი მიმართულებით ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს და ნერგავს თანამედროვე სიახლეებს, რომლებიც საზღვრის დაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

2022 წელს  დამტკიცდა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი  სამოქმედო  სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელშიც  წლების მიხედვით გაწერილია  თითოეული სამინისტროს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი  რეფორმები და მომდევნო წლებში შესასრულებელი სტრატეგიული ამოცანები. ამავე სტრატეგიაშია ასახული სასაზღვრო პოლიციის განვითარების გეგმაც, რასაც თანმიმდევრულად  ვახორციელებთ.


ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა 2023-2027 წლების  სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია.

დღეის მდგომარეობით, ანგარიშში არსებული პრობლემები მნიშვნელოვნად გამოსწორებულია,“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up