რა პირობით შეიძლება დაუშვას მთავრობამ რუსეთის მოქალაქეების დიდი ხნით შემოსვლა საქართველოში

რა პირობით შეიძლება დაუშვას მთავრობამ რუსეთის მოქალაქეების დიდი ხნით შემოსვლა საქართველოში

access_time2022-03-04 17:10:36

ბოლო დღეების ტენდენციას, რომ რუსეთის მოქალაქეები უსაფრთხოების მიზნით საქართველოში ხანგრძლივი ვადით ცდილობენ დარჩენას, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აფასებს. მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში საქართველოში  დასვენების სურვილით არც ერთი მოქალაქე არ შემოვა და ყველა შემთხვევაში ამას შეიძლება პირადი თავდაცვის ხასიათი ჰქონდეს, ანუ ადამიანები უსაფრთხოების მიზნით ცდილობდნენ ჩვენ ქვეყანაში დარჩენას.


ასეთ შემთხვევაში, როგორც იურისტი განმარტავს, მნიშვნელოვანია, პირს მიეცეს ლტოლვილის სტატუსი და საკითხი კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდეს.

 

,,ახლა ვინც რუსეთიდან შემოდის, უნდა ჩავთვალოთ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა და თავშესაფრის მიღება სურს. გვინდა თუ არა, ამ ტალღას რუსეთიდან ვერ ავირიდებთ.  ამიტომ ჩვენ ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ, ოფიციალური სახე მივცეთ ამ ყველაფერს და გეგმაზომიერი ნაბიჯი გადაიდგას. ვინმე თუკი შემოდის ქვეყანაში, ე.ი. რუსულ რეჟიმს არ აღიარებს. გარდა ამისა, ასეთ პირს უნდა  მოვაწერინოთ სპეციალურ დოკუმენტზე ხელი, რომ პუტინი არის დამპყრობელი, არ აღიარებს რუსეთის რეჟიმს და ამიტომ ითხოვს თავშესაფარს. ლტოლვილის სტატუსით თუ მივიღებთ თავშესაფრის მაძიებლებს, საქართველო გაეროს მისიის ეგიდით გვერდში დაუდგება ამ ადამიანებს და პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება კიდეც,  რის ვალდებულებაც ქვეყანას გაეროს რეზოლუციის საფუძველზე აქვს ნაკისრი.  ამიერიდან უფრო უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი და სპეციალური კანონი მიიღოს მთავრობამ, თუკი  ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ადამიანები გამოჩნდებიან. პირდაპირ არავინ აძლევს ამ სტატუსს, მაძიებლის რეჟიმში იქნებიან და მათზე სამართალწარმოება ინდივიდუალურად დაიწყება. რაციონალური მიდგომით ეს საკითხი მოგვარდება“, - ამბობს ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“ და  დასძენს, რომ საქართველოს არჩევანი - ლტოლვილის სტატუსით მიიღოს საკუთარ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები ან მოახდინოს მათი დეპორტაცია, რაც რამდენიმე წლის წინ აგრესორმა ქვეყანამ ქართველების მიმართ განახორციელა.


 

,,ამ ეტაპზე თუ ვინმე შემოდის რუსეთიდან, ემოციური ტალღაა, ამიტომ ჩვენი მზაობა რეგლამენტაციური უნდა იყოს.  შესაბამისად, თუ პირს ექნება ლტოლვილის სტატუსი, მას არ შეეძლება რამე მიისაკუთროს და არც ქონების დაკარგვის საფრთხე იქნება რეალური. სასოფლო-სამეურნეო საკითხი პრევენცირებულია, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილში - უცხო მოქალაქის მიერ ბინის თუ არასასოფლო მიწის შეძენასთან დაკავშირებით პრევენცია არ გვაქვს. იგივე ეხება აქციებს და წილებს.  რუსეთის მოქალაქეს, რომელიც შემოვა საქართველოში, უფლება აქვს, რომ ბინადრობის და სავიზო რეჟიმის საფუძველზე 1 წელი იმყოფებოდეს საქართველოში ყოველგვარი ნებართვის გარეშე. თუკი ახლა  შემოდის  ვინმე, უნდა ვიცოდეთ, რომ გამოექცა პუტინის რეჟიმს, რაც ნიშნავს, რომ ის არ აღიარებს დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების მისწრაფებას, თავის ქვეყანაში ემუქრება საფრთხე და თავიდან არიდების მიზნით შემოდის მიმღებ ქვეყანაში, ანუ საქართველოში. არავინ არაფერს გვაძალებს,  შეგვიძლია რუსების ქვეყნიდან გაძევება ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ ქართველების მიმართ განახორციელეს, ამის არანაირი პრობლემა არ არის“, - ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up