დღეს, 16 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის დღისწესრიგით გათვალისწინებულია 5 საკითხის განხილვა. განსახილველ საკითხთა შორისაა:
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრანდ-ემ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კარდანახი 1888“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის ,,სკრას ქარის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“,
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ტექნიკური რეგლამენტის „სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის“ დამტკიცების თაობაზე”,
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“