დღეს, 6 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში სულ 6 საკითხია და მათ შორის ყველაზე მეტი საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გამოაქვს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ:
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები,
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ შორის ,,სორგითი 1 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”,
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ შორის ,,სორგითი 2 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”,
საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის № 556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ,,იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის № 515 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”,
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და GÖÇAY İNŞAAT TAAHHÜT VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ”.