უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მომავალ კვირას უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება, - ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მე უკვე ვემზადები ახალი კვირისთვის - იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლებისგან", - თქვა ზელენსკიმ.
9 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთსა და ინდოეთში.
„ეს როტაცია დიპლომატიური პრაქტიკის ნორმალური ნაწილია. უკრაინის ახალი წარმომადგენლები დაინიშნენ ჩეხეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიასა და ინდოეთში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
წყარო: imedinews.ge