რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა

რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა

access_time2023-03-14 16:15:09

რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა - ამის შესახებ საუბარია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში, რომლის ავტორიც რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილია.

„კომერსანტი“ გთავაზობთ მცირე ამონარიდს ბლოგიდან:

არც ევროსაბჭო და არც ევროკავშირი არ არიან რელიგიური ორგანიზაციები, არც რაიმე რელიგიურ შეხედულებებს გამოხატავენ და ემხრობიან. ისინი სრულად საერო სიბრტყეში არსებობენ და მოქმედებენ, მაგრამ ვფიქრობთ, საინტერესოა კავშირი, რაც მათ დროშას ქრისტიანობის სიმბოლოებთან აქვს.

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდებზე ამ დროშის სიმბოლური მნიშვნელობა შემდეგნაირადაა განმარტებული:

 

„დასავლური სამყაროს ლურჯ ცაზე ვარსკვლავები განასახიერებენ ევროპის ხალხებს, წრეზე განფენილს, მათი ერთიანობის ნიშნად. მათი რიცხვი უცვლელია და თორმეტს უდრის, რაც ყოველივე დახვეწილისა და გამთლიანებულის სიმბოლოა“.

 

ასეთია ოფიციალური ვერსია, მაგრამ ამ დროშის პროექტი ეკუთვნის სტრასბურგელ დიზაინერ არსენ ჰეიცსა და ევროსაბჭოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს პოლ ლევის. ჰეიცი, რომელიც სტრასბურგში დაიბადა და გაიზარდა, სხვაგვარად ხსნიდა თავისივე გამოგონილი დროშის სიმბოლურ მნიშვნელობას.

 

საქმე ისაა, რომ სტრასბურგის მთავარ საკათედრო ტაძარში, რომელიც გოთური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია, 1859 წელს შექმნილი წმინდა მარიამის (წმინდა ქალწულის) ქანდაკებაა, რომელსაც თავზე 12-ოქროსვარსკვლავიანი დიადემა ადგას. თავად არსენ ჰეიცი ამტკიცებდა, რომ დროშის შექმნისას იგი რელიგიური მოტივით, სწორედ ამ ქანდაკებით, იყო შთაგონებული. მისი თქმით, დროშის სიმბოლიკა ქრისტიანული იკონოგრაფიის ტრადიციას ეფუძნება და წმინდა იოანეს გამოცხადების „აპოკალიფსის ქალწულს“ (წმინდა მარიამს) განასახიერებს. სხვადასხვა ინტერვიუში პოლ ლევი, დროშის თანაავტორი, აცხადებდა, რომ მისი იყო საბოლოო დიზაინი - ჰერცმა ბევრი ვერსია შემომთავაზა და თორმეტვარსკვლავიანი მე ავარჩიეო. დროშის მიმღები კომისიის წევრები კი  ამტკიცებდნენ: პოლმა და არსენმა თხუთმეტვარსკვლავიანი დროშა შემოგვთავაზეს, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ დროშაზე 12 ვარსკვლავი ყოფილიყო გამოსახულიო.


  

წმ. მარიამის 12-ვარსკვლავიანი ქანდაკება და ვიტრაჟი სტრასბურგის საკათედრო ტაძარში

 

გერმანული „დი ველტი“  1998 წელს წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლ ლევი უარყოფს დროშასთან დაკავშირებით რაიმე რელიგიური მოტივაციის არსებობას, სწორედ ის იყო თორმეტვარსკვლავიანი დროშის შექმნის იდეით შეპყრობილი მას შემდეგ, რაც სტრასბურგის საკათედრო ტაძარში წმინდა მარიამის ქანდაკება იხილაო.

 

ევროპის საბჭოს აღმასრულებელი პირები რომ არ უგულებელყოფენ მათი ორგანიზაციის დროშის სიმბოლიკის რელიგიურ წარმომავლობას, შესაძლოა ირიბად  იმ ფაქტითაც მტიკცდებოდეს, რომ  2000 წელს ევროპის საბჭომ სტრასბურგის საკათედრო ტაძარს უსახსოვრა ცნობილი ფრანგი ხელოვანის - მაქს ინგრანდის მიერ ლითონითა და მინით შესრულებული ტიხრული ვიტრაჟი, რომელიც დღესაც ამშვენებს ტაძრის სამხრეთ ფასადს. ვიტრაჟზე გამოსახულია წმინდა ქალწული, რომლის თავზეც ლურჯ ფონზე ევროკავშირის დროშის თორმეტვარსკვლავიანი დროშაა აღბეჭდილი. როდესაც დაახლოებით 25 წლის წინ პირველად ვიყავი ტაძარში, გაოცებული შევყურებდი ვიტრაჟს, რომელზეც აშკარად ევროკავშირის დროშა იყო გამოსახული. რადგან ვიტრაჟის ისტორია არ ვიცოდი და ის წინა საუკუნეებისა მეგონა, იმწამსვე გამიელვა თავში აზრმა, რომ იოანეს გამოცხადებიდან ცნობილ წმინდა ქალწულსა და ევროპის საბჭოს დროშას შორის რაღაც კავშირი იყო.

 

„გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი - დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით“. (გამოცხადება, 12,1)

 

ამას ვწერ, რათა მკითხველი დავარწმუნო იმ მსგავსებაში, რაც სრულიად ნათელია და შეუძლებელია იმის არდანახვა, რომ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დროშა წმინდა მარიამისა და, ესე იგი, ქრისტიანობის, ქრისტიანული ფასეულობების მქონე რეგიონისა და სამყაროს სიმბოლოა.

 

ასე თუ ისე, ფაქტია, რომ ევროპის საბჭოს და შემდგომ, ასევე, ევროკავშირის დროშა უწმინდეს ქრისტიანულ სიმბოლიკას განასახიერებს, იკონოგრაფიის წესების დაცვით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, თურქეთს ამ დროშის მიმართ არავითარი პროტესტი არ გამოუხატავს. საეჭვოა, რომ თურქებს, რომლებიც გამოირჩევიან თეოლოგიისა და ქრისტიანობის შესანიშნავი მკვლევრებით, არ სცოდნოდათ რას განასახიერებდა ასეთი დროშა, მაგრამ მათ უპირობოდ დაუჭირეს მხარი ევროპის საბჭოს მიერ ამ დროშის მიღებას. შესაძლოა იმიტომ, რომ მაჰმადიანები და მათი ყურანი ისევე აღიარებს წმინდა მარიამის არსებობას, იმას, რომ იგი „წინასწარმეტყველი“ ისას (იესოს) დედა იყო და პატივს მიაგებენ მას, როგორც ქრისტიანები.



შეგახსენებთ, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დღეს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up