რა უნდა გაკეთდეს ომის ფონზე სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით - ექსპერტების განცხადება

რა უნდა გაკეთდეს ომის ფონზე სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით - ექსპერტების განცხადება

access_time2022-03-19 08:30:46

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, საქართველოსთვის ახალი გამოწვევების შესახებ განცხადებას აქვეყნებენ კონფლიქტების საკითხებში მომუშავე ექსპერტები, რომელშიც ხელისუფლებას მიმართავენ:

“თებერვლის მიწურულს რუსეთის ფედერაციის შეჭრას უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას თავისუფალმა სამყარომ უკრაინის ერთსულოვანი მხარდაჭერით უპასუხა. ამოქმედებული უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები რუსეთის ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ სექტორს აუნაზღაურებელ, დროში გაწელილ ზარალს მიაყენებს.

იმ დროს, როდესაც ქართული საზოგადოება უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს, აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებების აღელვებას იწვევს მათთან ფესვგადგმული მოსაზრება, რომ ხელსაყრელ ვითარებაში საქართველო შეეცდება ძალისმიერი გზით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისს არაერთხელ გაუცია ძალის არგამოყენების გარანტიები უმაღლეს დონეზე, ამგვარი რწმუნებების მიმართ სოხუმი და ცხინვალი მუდმივად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. მით უმეტეს, ახლა, როდესაც ცეცხლზე ნავთს ასხამს მედიასა და სოციალურ ქსელებში ზოგიერთი აგრესიული თუ პროვოკაციული ჯგუფის მოწოდებები და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამონათქვამები.

ამავე დროს, რუსეთის ეკონომიკის გარდაუვალი დაკნინება აუცილებლად გამოიწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას, ვინაიდან ამ რეგიონების ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკასთან ძლიერ არის ინტეგრირებული და პრაქტიკულად მის დანამატს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ სოხუმისა და ცხინვალისთვის განკუთვნილი დოტაციები უახლოეს მომავალში საგრძნობლად შემცირდება.

აღნიშნულის ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ აფხაზები და სამხრეთელი ოსები შეშფოთებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს და ღელავენ საკუთარ მომავალზე.


ჩვენ, კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაზე მომუშავე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მიგვაჩნია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ახლავე უნდა მოახდინოს სოხუმისა და ცხინვალის ხსენებულ შეშფოთებებზე ადეკვატური რეაგირება.

კერძოდ, მნიშვნელოვანია:

  • თბილისმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა და ბიზნესი შესაძლოა გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს, გამოხატოს მტკიცე მზაობა, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მხარში ამოუდგეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მომავალი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქებაში;
  • საქართველოს ხელისუფლებამ იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებების ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შემსუბუქებისადმი მზაობა მათი დღის წესრიგის ნაწილი გახდეს;
  • ამ საბედისწერო ჟამს, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის შედეგად საერთაშორისო ურთიერთობებში გამოწვეულ დაძაბულობას ჯერ კიდევ არ მიუღწევია კულმინაციისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, მედიასთან და აფხაზურ და სამხრეთოსურ ელიტებთან, რათა განვუმტკიცოთ მათ რწმენა, რომ როგორც არ უნდა წარიმართოს რეგიონში მოვლენები, თბილისი კომპრომისისა და შერიგების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მიღწევის ერთგული დარჩება.

მიმართვას ხელს აწერენ:

ივანე აბრამაშვილი
არჩილ გეგეშიძე
ნინო კალანდარიშვილი
გიორგი მოდებაძე
ვახტანგ ჭარაია
პაატა ზაქარეიშვილი
მარინა ელბაქიძე
გიორგი კანაშვილი
ელიკო ბენდელიანი
უჩა ნანუაშვილი
მამუკა ყუფარაძე
იულია ხარაშვილი
თამთა მიქელაძე
რუსიკო მარშანია
მიშა ჯახუა
ნათია ჭანკვეტაძე
ქეთევან მურუსიძე
ვახტანგ ყოლბაია
ეკატერინე გამახარია
როდამ ცომაია
ნინო კობახიძე
ნანული რამიშვილი
დავით ჯიშკარიანი
ირაკლი ჩიხლაძე
ნუკრი მილორავა
მარინა ფოჩხუა
კრისტინა კილანავა
ალუ გამახარია

უკვე 24-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.


წყარო: "ნეტგაზეთი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up