რა ხარვეზები აღმოაჩინა  ბიზნესომბუდსმენის საქმიანობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა

რა ხარვეზები აღმოაჩინა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა

access_time2023-02-10 22:30:57

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  2018-2021 წლებში ბიზნესომბუდსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.

 

უწყების ცნობით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

 

ბიზნესომბუდსმენის აპარატის დებულების გარეშე საქმიანობა

 

კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომლის სტრუქტურა და საქმიანობის წესი უნდა განსაზღვრულიყო დებულებით. დებულების არარსებობის გამო, შეუძლებელია შეფასდეს აპარატის საქმიანობა, სტრუქტურა, თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება და, შესაბამისად, რამდენად ეფექტიანად ხორციელდება არსებული საკადრო რესურსის გამოყენება, - ნათქვამია აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

 

ასევე გამოვლინდა ბიზნესსუბიექტების განცხადებებზე რეაგირების ნაკლოვანებები

 

„კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება/ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას მეწარმის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე, იგი უფლებამოსილია წარუდგინოს განცხადება ბიზნესომბუდსმენს. ზოგიერთ შემთხვევაში, აპარატის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი განცხადებები და მათზე რეაგირების შედეგების შესახებ განმცხადებლებისათვის გაგზავნილი წერილობითი პასუხები.

 

აპარატის განმარტებით, რიგ შემთხვევებში ბიზნესსუბიექტების მიმართვები და მათზე პასუხი ზეპირი კომუნიკაციით ხორციელდებოდა; ასევე ზოგიერთ შემთხვევაში არ ხდებოდა მიღებული მიმართვების და რეაგირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის დოკუმენტურად დადასტურება.

 

აქედან გამომდინარე, ვერ მივიღეთ საკმარისი დოკუმენტური რწმუნება, აპარატის მიერ მიღებულ განცხადებებზე დროული და სრულყოფილი რეაგირების შესახებ,“- აღნიშნულია აუდიტის მიმოხილვაში.


ასევე საუბარია შემდეგ ხარვეზებზეც

 

განცხადებების მიღების ელექტრონული პორტალის ტექნიკური ხარვეზები

 

მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით, 2018 წლის 1 ივნისიდან ბიზნესომბუდსმენის ოფისთან ელექტრონულად დაკავშირების მიზნით, აპარატში ფუნქციონირება დაიწყო განცხადებების მიღების ელექტრონულმა პორტალმა. თუმცა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ვერ იქნა მიღწეული მისი შექმნის მიზანი, გამარტივებულიყო მეწარმეების პრობლემების ბიზნესომბუდსმენამდე მიტანის პროცესი და, შესაბამისად, გაზრდილიყო კომუნიკაციის ეფექტიანობა.

 

დოკუმენტურად დაუდასტურებელი გაცემული რეკომენდაციები და შუამდგომლობები

 

განცხადების განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, ბიზნესომბუდსმენი გასცემს რეკომენდაციას ან შუამდგომლობას. მათი ეფექტიანი აღსრულებისათვის და, შესაბამისად, აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის, აუცილებელია ინსტიტუციური მეხსიერების არსებობა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს რეკომენდაცია/შუამდგომლობის დოკუმენტირებით. რეკომენდაციის ან შუამდგომლობის გაცემა რიგ შემთხვევებში დოკუმენტურად არ დასტურდება, რაც ვერ უზრუნველყოფს აპარატში ინსტიტუციური მეხსიერების არსებობას და ხელს უშლის საკითხებისადმი სისტემურ მიდგომას.

 

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ნაკლოვანებები

 

ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის ინდიკატორია შედეგი: გათვალისწინებულია თუ არა მისი შუამდგომლობები და გაცემული რეკომენდაციები ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. ბიზნესომბუდსმენი უნდა ახორციელებდეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს. იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც აპარატი პრაქტიკულად არ იყენებს.

 

აპარატის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი პასუხები რეკომენდაციების ნაწილობრივ ან სრულად გაუთვალისწინებლობის შესახებ, სათანადო დასაბუთებით. შესაბამისად, გაურკვეველია რის საფუძველზე მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილებები.

 

აპარატის ინფორმაციით, რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის პროცესში, უმეტეს შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია ხორციელდება არა წერილობითი, არამედ ზეპირი ფორმით.

 

ბიზნესომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესი დოკუმენტურად ვერ დასტურდება, რაც რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

 

საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის ნაკლოვანებები

 

ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ცნობადობის და აქტივობის ძირითადი კომპონენტია საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა, სამიზნე ჯგუფებთან ინტენსიური კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის კვლევით მათი მოლოდინებისა და საჭიროებების განსაზღვრა.

 

გამოვლინდა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატს არ გააჩნია ინფორმაცია ბიზნესსექტორში მისი საქმიანობის და უფლებამოსილების ცნობადობის შესახებ. ბიზნესსექტორში ცნობადობის ნაკლებობით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ გარკვეულ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენს მიმართავენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სცილდება მის კომპეტენციას. ამასთანავე, 2018-2021 წლებში ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ არ განხორციელებულა საკმარისი ღონისძიებები მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების მიზნით.“- ნათქვამია მიმოხილვაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up