„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ბიზნესს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ ახლა ბიზნესი სიჩუმით მკვლელობის თანამონაწილე ხდება. ჭყონიას შეფასებით, არ ღირს ბიზნესის კეთება ტოტალიტარულ სახელმწიფოში.
"ჩემო მდუმარე “მეგობრებო” რუსებს ტანკიც კი არ დაჭირდათ რომ ეს ქვეყანა დაეპყროთ! ! რად გინდათ ბიზნესი ან რამე ტოტალიტარულ სახელმწიფოში?! აღარ არის არაფრის დრო! ქვეყანას ვკარგავთ," - წერს ჭყონია.
იგივე პოზიცია აქვს ბიზნესმენ გია გვარამიასაც.
"დუმილი ამ დროს შეუძლებელია, არ შეიძლება სიკვდილის ქრონიკის თანამონაწილეები გავხდეთ," - ამბობს პლასტიკური ქირურგი, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის დამფუძნებელი, კლინიკა ესთელაინის ხელმძღვანელი და წამყვანი ქირურგი, პროფესორი, გია გვარამია.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 45 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ უკიდურესად დამძიმდა.