რას აპირებს ოპოზიცია სააკაშვილის მხარდასაჭერად

რას აპირებს ოპოზიცია სააკაშვილის მხარდასაჭერად

access_time2021-11-14 20:28:10

ჩვენი გეგმა არის მუდმივი პროტესტი და ხელის შეშლა. ,,გირჩი” ვფიქრობთ, რომ პროტესტი უნდა იყოს მიმართული პარალიზებისკენ, საბოტაჟისკენ და რესურსების გამოცლისკენ ,,ქართული ოცნებისთვის”, - ამის შესახებ ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტების კთხვას, აპირებს თუ არა პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დუპუტატის მსგავსად შიმშილობის დაწყებას, ჯაფარიძის შეფასებით, სანამ თავისუფალია, ,,შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც იბრძვის”.

,,ნებისმიერ პროტესტს აქვს აზრი, დღევანდელი აქციის მოთხოვნების რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციულად, ეს იყო მათ შორის ჩადებული 19 აპრილის შეთანხმებაში, ასევე ერთ-ერთი მოთხოვნა არის პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. ამ ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება დაეწყოს ისეთი გართულება, რომლიდან მოტრიალება იქნება ძალიან რთული.

ნებისმიერ პროტესტს ვუჭერ მხარს, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ მირჩევნია გარეთ გავაკეთო ისეთი რაღაც, რაც ხელს შეუშლის სახელმწიფო სტრუქტურებს მუშაობაში. თუ დამიჭერენ, მერე შესაძლოა, სხვა რამეზეც ვიფიქრო. სანამ გარეთ ვარ, შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც ვიბრძვი”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების ჩანიშვნა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.


ხვალ,15 ნოემბერს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე "ნაციონალური მოძრაობა" საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას აანონსებს. პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ხვალ საავტომობილო გზაების გამოყენება არ დაგეგმონ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერი წევრი შიმშილობას იწყებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის, განმარტებით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.  შიმშილობას მიმართავენ: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი. კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ მათ ინიციატივას შეუერთდება უფრო მეტი პარლამენტის წევრი და შიმშილობა უფრო ფარტო მასშტაბს მიიღებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up