ე.წ აგენტების რუსული კანონის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის სტუდენტებიც. მათი დიდი ნაწილი საპროტესტო აქციასაც შეუერთდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის მიერ დაარსებული მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს „აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
„კომერსანტი“ შეეცადა „აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას პოზიცია გაეგო. თსუ-ს რექტორმა, შეკითხვის წერილობით გაგზავნა ითხოვა. თუმცა მარტივ კითხვაზე მისი მხრიდა ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა.