რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - კახა კალაძის 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებები

რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - კახა კალაძის 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებები

access_time2021-09-29 12:00:19

„კახა კალაძე, თავისი ენერგიით, ხალხისა და საქმისადმი ერთგულებით, მომავალი ოთხი წლის მანძილზე, თავის გუნდთან ერთად, თავდაუზოგავად იშრომებს წარმოდგენილი გეგმის შესასრულებლად ჩვენი ქალაქის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების უზრუნველსაყოფად. თბილისი გაიმარჯვებს და აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი!“, - ეს თბილისის მერის კახა კალაძის 2017 წლის საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი იყო.



4 წლის წინ დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა და თბილისელებისთვის მიცემული დაპირებების შერულებას შეუდგა. „კომერსანტი“ გთავაზობს კახა კალაძის 2017 წლის 19–გვერდიანი საარჩევნო პროგრამის მთავარ დაპირებებიდან რა და როგორ შესრულდა:



ეკონომიკური პოლიტიკა - არ შესრულდა



„შემუშავდება ღამის ეკონომიკის სტრატეგია, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს გარეუბნებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას და ახალი უბნების განვითარებას, მიტოვებული სივრცეების ათვისებას, მდინარისპირა ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, ინვესტორების მოზიდვას, ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილებისა და ქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროების შექმნას“, - გვპირდებოდა კახა კალაძე.



თუმცა, ღამის ეკონომიკა და „ღამის ეკონომიკის მინისტრი“ სერგი გვარჯალაძე, მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად მხოლოდ რამდენიმე ტრეინინგით შემოიფარგლა და 2 წლის თავზე თანამდებობა დატოვა. თუ არ ჩავთვლით ქუჩის მუსიკის ფესტივალს და ღამის ავტობუსის (ნომერი 222) დანიშვნას, ღამის ეკონომიკის პროექტმა საზოგადოებას თავი არაფრით დაამახსოვრა.



შეუსრულებელ მისიად დარჩა მუნიციპალიტეტის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნაც, რომელშიც გაერთიანებული უნდა იყოს დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები. აღნიშნული მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვნად გაამარტივებს სტრატეგიულ და საბიუჯეტო დაგეგმვას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას. არ არსებობს თბილისის ინტერაქტიული რუკა, რომელზეც დატანილი იქნება ინფრასტრუქტურული მონაცემები, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, მუზეუმები, კულტურული ღონისძიებების კალენდარი, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები, ეკოლოგიური მონაცემები და სხვ.

 


ურბანული განვითარების პოლიტიკა - ნაწილობრივ შესრულდა




„ქალაქის თანმიმდევრული ურბანული განვითარების უზრუნველსაყოფად, დამტკიცდება მიწათმოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის ყოველდღიურ განვითარებას თბილისის განვითარების საერთო, გრძელვადიანი ხედვიდან გადახვევის გარეშე“, - წერია პროგრამაში.



მართალია, თბილისს მიწათმოწყობის გენერალური გეგმა უკვე აქვს, თუმცა, ქაოტური განაშენიანება ისევ გრძელდება, ბოლო 4 წლის განმავლობაში 20 000-ზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის მონაცემებს საგრძნობლად ჩამორჩება.

 


სატრანსპორტო პოლიტიკა - ნაწილობრივ შესრულდა



კახი კალაძისთვის პრიორიტეტული ტრანსპორტი ავტობუსი აღმოჩნდა. ამ მიმართულებით გაცემული დაპირებების უმრავლესობა შესრულდა, მათ შორის ავტობუსების აღჭურვა განახლებული GPS სისტემით, ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟებული ახალი ინტერაქტიული მონიტორები და შექმნილი მუნიციპალური ტრანსპორტის აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს სრული ინფორმაცია სატრანსპორტო გადაადგილების და განრიგის შესახებ.



ცენტრალურ უბნებში შემოღებული იქნა საათობრივი პარკირება კომერციული ავტომობილების მფლობელებისა და გასართობი დაწესებულებების სტუმრებისათვის.



თეთრი ტაქსების რეფორმაც კახი კალაძის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომელიც ტაქსების სექტორის ეტაპობრივად მოწესრიგდებას გულისხმობდა იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, შექმნილიყო ტაქსის მძღოლებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი სისტემა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილიყო მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტების დაცვა.



თუმცა, კალაძის დაპირებულმა მიწისზედა მეტრომ, რომელსაც თბილისი და რუსთავი უნდა დაეკავშირებინა, რამდენიმე წლით დაიგვიანა. ასევე არ განახლებულა დაპირებული 23 მეტროსადგური, არ მომხდარა  მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზების პროექტირება და არ განხორციელდა პროექტი სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან მეტროს ინტეგრირების უზრუნველსაყოფად.



პრიორიტეტი არც საბაგირო აღმოჩნდა, რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი გადაადგილების საშუალება უნდა გამხდარიყო, დღემდე არ არსებობს. ტურისტებისთვის სამწუხაროდ მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარებაც არ მომხდარა.



ხიდების და გვირაბების რეაბილიტაცია, გამწმენდი ნაგებობები თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია, კვანძი ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების გადაკვეთაზე, ნაფეტვრები-ახალდაბის ახალი გზა - აქაც არაფერი შეცვლილა. ისევ მიტოვებულია შემოვლითი რკინიგზის პროექტი და არავის გახსენებია მტკვარზე ახალი სახიდე გასასვლელები. დაპირებებიდან, პარკებისა და ბაღების მხოლოდ ნაწილის განახლება მიმდინარეობს, მათ შორის გლდანის პარკი, ვარკეთილის პარკი, ანბანის სკვერი, კიკვიძის პარკი და სხვა.

 


ეს მხოლოდ ნაწილია იმ დაპირებებისა, რაც 4 წლის წინ თბილისის ახლანდელმა მერმა თბილისელებს მისცა, გარდა ამისა იყო კიდევ ბევრი რამ, რითაც კახა კალაძემ თავი დაგვამახსოვრა:



  • განახლდა ჭავჭავაძის გამზირი, რომლის რეაბილიტაციაც დაგეგმილზე ორჯერ მეტხანს გაგრძელდა;
  • მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო დეკორაციებსა და ნაძვის ხეზე დახარჯული თანხების ოდენობა (პანდემიის დროსაც კი);
  • ქალაქს დაუბრუნდა იპოდრომის ნაწილი;
  • თბილისში გამოჩნდა ეკოლოგიური ტრანსპორტი - ელექტრომობილები, სკუტერები;
  • აქტიურად დაიწყო უკანონო ნაგებობების ნგრევა, მათ შორის აფრიკის დასახლებაში პანდემიის პერიოდში საცხოვრებელი სახლების ნგრევამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება...



თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, კახა კალაძის დაპირებები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა სლოგანი, ამჯერად თბილისის მერი მეტ სიცოცხლეს ყველა უბანში გვპირდება.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up