რა ვარიანტები აქვს საქართველოს თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს?

რა ვარიანტები აქვს საქართველოს თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს?

access_time2022-06-17 13:10:00

ევროკომისიის რეკომენდაციების მოლოდინში ბევრ შეფასებას ვისმენთ, მით უმეტეს იმ წინასწარი ცნობების ფონზე, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ ევროკავშირის დედაქალაქიდან მოგვაწოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლდოვა და უკრაინა მიიღებს ევროკავშირისი წევრობის კანდიდატის სტატუსს, ხოლო საქართველო დათქმებს და შემდეგ სტატუსს.


„კომერსანტის დილის“ ეთერში დიპლომატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიგი გიგიაძემ ამ მოლოდინებზე და წინასწარ ინფორმაციებზე ისაუბრა.


„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ორი შესაძლებლობაა კანდიდატი და პერსპექტიული კანდიდატი, არასასურველი დინამიკა იქნება თუ ასოცირების ტრიოს დააცალკევებენ და მოლდოვას და უკრაინას მისცემენ უფრო მეტს ვიდრე საქართველოს. წინაპირობები იქნება როგორც ერთისთვის ასევე მეორისთვის, ეს შეიძლება იყოს შარლ მიშელის დოკუმენტიდან სასამართლო რეფორმა, მედია თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. კანდიდატები უკვე იწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხოლო პოტენციურ კანდიდატებს ეძლევათ წინაპირობა, რომ ისინი მიღებენ უფლებას მაშინ, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან. ეს ორი საფეხური თითქოს ერთად არის, თუმცა ერთმანეთისგან ძალიან შორსაა“, - აღნიშნა გიგი გიგიაძემ.



„დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს  5  ქვეყანას,  ესენია ალბანეთი  ჩრდილოეთ მაკედონიის  რესპუბლიკა,  სერბეთი,  მონტენეგრო და  თურქეთი,  სხვადასხვა  რაოდენობით წლებია  უკვე  ამ  სტატუსის  პირობებში იმყოფებიან. თუმცა, ამ პერიოდში ეს ქვეყნები  იღებენ  უდიდეს  ფინანსურ  დახმარებას,  2021 წლიდან 2027 წლამდე  მარტო  კანდიდატი  ქვეყნებისთვის  გამოყოფილია 14 მილიარდი  ევრო,  ეს  ეხება  სხვადასხვა სფეროებს, მათ  შორის  ეს  ვრცელდება  სამართლებრივ  სექტორზე, რაც სამართლებრივი სექტორის ევროკავშირთან სინქრონიზაციას გულისხმობს. გარდა ამისა ეს  გულისხმობს სოციალური  საკითხების  მაქსიმალური გამოსწორებას,  ეკონომიკური საკითხების  განხორციელებას და  ა.შ. რაც  ჩვენთვის  საინტერესოა, სასოფლო- სამეურნეო  სექტორიც ევროკავშირისგან  ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას იღებს.


როდესაც ევროკავშირი ქვეყანას კანდიდატ ქვეყნად ასახელებს, მიზნად ისახავს იმას, რომ  ეს  ქვეყნები ევროკავშირის  ქვეყნის  სტანდარტებს მაქსიმალურად  დაახლოოს და ეკონომიკური  პოლიტიკური,  სამართლებრივი, სოციალური  თვალსაზრისით ევროკავშირის  დონეზე მიიყვანოს“, - აღნიშნა გიგი გიგიაძემ.


მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის შეფასება, რომელიც ცოტა ხანში გამოქვეყნდება, ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს, მაგრამ ცხადია, რომ ევროპის საბჭოს ფორმატში ამ რეკომენდაციას აუცილებლად გაითვალისწინებენ. 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა გადაწყვეტილება, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით ივნისის ბოლოს სამიტზე უნდა მიიღონ. 

 

 თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up