„რასამთავრობო სექტორს ნამდვილად აქვს გამჭვირვალობის პრობლემა, ერთი მხრივ, უნდათ, იყვნენ პოლიტიკის მონაწილენი და მეორე მხრივ, არ უნდათ, იყვნენ ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე“ -  შალვა პაპუაშვილი

„რასამთავრობო სექტორს ნამდვილად აქვს გამჭვირვალობის პრობლემა, ერთი მხრივ, უნდათ, იყვნენ პოლიტიკის მონაწილენი და მეორე მხრივ, არ უნდათ, იყვნენ ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე“ - შალვა პაპუაშვილი

access_time2023-03-11 22:55:58

როდესაც შინაარსში შევდივართ და ამის საპირწონედ არის ლოზუნგი, შემდეგ რთულია ამ ლოზუნგებთან ბრძოლა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ სადავო კანონპროექტის საზოგადოებამდე მიტანა, საზოგადოების ინფორმირება და სად იქნა დაშვებული შეცდომა პროცესში.


„ვინაიდან გამოხმაურებაც იყო ფართო, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, რთული იყო ამის გარდატეხა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი იყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, მსგავსი კანონი ინიცირებულია კანადაში და სულ ახლახან, თებერვალში ასეთივე კანონი მიიღეს დიდ ბრიტანეთში.


ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ, ვინ არიან, რას წარმოადგენენ და რა ფინანსური ინტერესებია იმ აქტორების უკან, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირება-მიღებაში არიან ჩართული.



„ამას ქვეყნები სხვადასხვა ინსტრუმენტებით წყვეტენ. არის ან ამ ტიპის კანონები, რაც საქართველოში იყო ინიცირებული, რომელიც აშშ-ში არსებობს, კანადამ ახლა დააინიცირა, დიდ ბრიტანეთში არსებობს და არის ლობისტური საქმიანობის რეგულირების მხრივ კანონები. მათ შორის, ევროპარლამენტში ზუსტად ამერიკული ანალოგის ინიცირება სურთ; მაგალითად, გერმანიაში შექმნილია ლობისტების რეესტრი და გერმანული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რეგისტრირებულია ამ რეესტრში, როგორც ლობისტი. როცა საუბარია სტიგმებზე და იარლიყებზე, არ მგონია, ლობისტი მაინცდამაინც კარგი იარლიყი იყოს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, თუ საქმე საქმეზე მიდგება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს ასეთი კანონი არ სჭირდება და უპირველეს ყოვლისა, ის არის იარაღი მოქალაქის ხელში.


„ეს კანონი უსაფრთხოების მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რათა პოლიტიკური სისტემა იყოს მედეგი, თუმცა უსაფრთხოების სისტემებს აქვს თავისი ინსტრუმენტები, რომ ეს უზრუნველყოს. ეს კანონი, უპირველეს ყოვლისა, არის იარაღი მოქალაქის ხელში. ანუ, მიზანი არის, რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული და ეს სწორედ მოქალაქეებისთვის კეთდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, პროპაგანდის ძალა რაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეები, მათი ნაწილი ააჯანყეს ამ კანონის წინააღმდეგ, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი. დააჯერეს და უარი ათქმევინეს ამ იარაღზე. უთხრეს – არა, არა, თქვენ რად გინდათ, რომ იცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, რაში გჭირდებათ, უბრალოდ ენდეთ, რომ ეს კარგი ხალხია, თეთრი, ფუმფულა და ამიტომ, არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციის მოპოვებაო. პროპაგანდა სამწუხაროდ, აი, ამ დონემდეც კი მივიდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას ინიცირებული კანონი, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გამჭვირვალეა საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციები, პარტიების დაფინანსება, ბიუჯეტი და ა.შ, რათა მოქალაქე იყოს ინფორმირებული და არჩევნებზე თუ სხვა პროცესებში გადაწყვეტილება ინფორმირებულმა მიიღოს, თუმცა სამწუხაროდ, დემოკრატიის უმარტივეს იდეას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.


მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორს ნამდვილად აქვს გამჭვირვალობის პრობლემა.


„მათ ერთი მხრივ, უნდათ, იყვნენ პოლიტიკის მონაწილენი და მეორე მხრივ, არ უნდათ, იყვნენ ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up