რატი ბრეგაძე -  როგორ შეიძლება განვითარდეს ტყიბული იმ ძალის ხელში, რომელმაც შექმნა მოდელირებული ქრონიკა, რეალ ტვ, რომელიც ამტვრევდა სატელევიზიო თეფშებს, იმისათვის რომ თავისუფალი სიტყვა ვერავის გაეგო

რატი ბრეგაძე - როგორ შეიძლება განვითარდეს ტყიბული იმ ძალის ხელში, რომელმაც შექმნა მოდელირებული ქრონიკა, რეალ ტვ, რომელიც ამტვრევდა სატელევიზიო თეფშებს, იმისათვის რომ თავისუფალი სიტყვა ვერავის გაეგო

access_time2021-09-03 17:50:00

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტყიბულში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენაზე იმ მნიშვნელოვან ფაქტებზე ისაუბრა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სხვა პოლიტიკური ძალებისგან" განასხვავებს.
რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა 2012 წლამდე მმართველობის პერიოდი და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" სწორედ ის ძალაა, რომელმაც საქართველო ევროპასთან დაახლოვა.



„მე დაგისვამთ შეკითხვას, როგორ შეიძლება განვითარდეს ტყიბული მაგალითად იმ ძალის ხელში, რომელმაც შექმნა მოდელირებული ქრონიკა, რეალ ტვ, რომელიც ამტვრევდა სატელევიზიო თეფშებს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა ვერ გაეგო ვერავის, არა თუ მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდებოდა საქართველოში არამედ ჩენც კი არ შეგვძლებოდა ერთმანეთისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა. როგორ შეძლებს ის ძალა რამის განვითარებას, რომელიც ორიენტირებული იყო საკუთარი ბელადის კეთილდღეობაზე, რომლის ოჯახის წევრებიც იღებდნენ უნივერსიტეტებს სიმბოლურ ფასად და რომლებმაც საზოგადოებას წაართვეს საზოგადოებრივი საკუთრება იპოდრომი.




მე გეტყვით, ამ ყველაფერს შეძლებს ის ძალა, რომელმაც მოუტანა საქართველოს თავისუფლება, რომელმაც ისე დაახლოვა ქვეყანა ევროპას, როგორც ეს არასოდეს ყოფილა. ამ ყველაფერს მოიტანს ის ძალა, რომლის დამფუძნებელმაც მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა უნივერსიტეტში და ის უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, ამ ყველაფერს შეძლებს ის ძალა, რომლის დამფუძნებელმა ასევე თბილისს დაუბრუნა იპოდრომი და იქ შენდება პარკი რომლითაც არა თბილისი, არამედ მთელი საქართველო იამაყებს, ამ ყველაფერს შეძლებს ის ძალა, რომლის მთავრობასაც სათავეში უდგას ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე რომ ვისაუბროთ მართლაც შეუძლებელი შეძლო და ზუსტად ერთი წლის თავზე, როდესაც დაპირდა სამხედროებს, რომ აშენდებოდა სამხედრო ქალაქი, სულ რამდენიმე დღის წინ ხუთასამდე სამხედრო მოსამსახურეს უკვე გადაეცა ბინები. ეს არის ადამიანი, რომელიც დაპირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ აღდგებოდა საავიაციო პარკი და ზუსტად ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად, სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს თავისუფლების მოედანს“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up