რატი ბრეგაძე  - ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად,  მნიშვნელოვნად შემცირებულია  მსჯავრდებულთა რაოდენობა

რატი ბრეგაძე - ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებულია მსჯავრდებულთა რაოდენობა

access_time2021-09-01 19:10:00

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განაცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უმთავრესი გახდა ადამიანის ღირსება და მისი დაცვა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა.



„ბათუმის ციხეში 2012 წლამდე ერთ საკანში, დაახლოებით 20კვ/მ სივრცეში 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამ ადამიანებს არ ეძინათ, იდგნენ ფეხზე და ხშირად თოკებზე იყვნენ ხელებით ჩამოკიდებული, რომ როგორმე დაძინება შესძლებოდათ. საკნებში, სადაც ადრე 30 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს მაქსიმუმ 4 მსჯავრდებულია,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენაზე.



როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებულია მსჯავრდებულთა რაოდენობა და გაუმჯობესებულია როგორც საპატიმრო პირობები, ისე პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა.



„ჩვენ გვყავდა 30 ათასზე მეტი პატიმარი და მსოფლიოს მასშტაბით ვიყავით ყველაზე ნეგატიური რეიტინგების ლიდერები. დღეს გვყავს მხოლოდ 10 ათასამდე მსჯავრდებული და კიდევ ვამცირებთ პატიმრების რაოდენობას. მაქსიმალურად ეფექტიანად ვიყენებთ არასაპატიმრო სასჯელებს და ასევე ვცდილობთ, მაქსიმალურად ადეკვატური და ღირსეული პირობები შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საკუთარი ცხოვრებისეული შეცდომების გამო პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დიდი მიღწევაა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არც ერთი სარჩელი არ არის გაგზავნილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებებს ეხება.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up