რატომ აპირებს ლატვია სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნებას?

რატომ აპირებს ლატვია სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნებას?

access_time2022-07-17 12:00:40

Business Insider-თან საუბრისას ლატვიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სურს სავალდებულო სამხედრო სამსახური დაბრუნდეს ქვეყანაში, რადგან რუსეთი თუ შეტევას განახორციელებს და ნატო ვერ მოახდენს სწრაფ სათანადო რეაგირებას, ლატვიის ჯარი მზად იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.


ლატვიამ, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, 2007 წელს შეწყვიტა სავალდებულო სამხედრო სამსახური ქვეყანაში, მაგრამ ივლისის დასაწყისში, თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკმა საზოგადოებას გააცნო გეგმა, თუ როგორ აპირებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნებას ქვეყანაში 18-დან 27 წლამდე პირებისთვის. ეს ყოველივე რუსეთ-უკრაინის ომის საფრთხეებიდან გამომდინარეობს, იგი ამბობს რომ ზემოხსენებული ცვლილება მნიშვნელოვანია, რომ ლატვია „გადარჩეს“. ლატვიის პრეზიდენტი ასევე მხარს უჭერს ზემოთქმულ ცვლილებას.


Business Insider-ის ინტერვიუში არტის პაბრიკმა ასევე განაცხადა, რომ უფრო მეტ მოქალაქეს სჭირდება სამხედრო მომზადება, რათა შეძლონ რუსეთიდან მოსალოდნელი თავდასხმის მოგერიება.



პაბრიკმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ლატვიის ინტელიგენცია აფრთხილებს მას, რომ ნატო შეიძლება არ იყოს სათანადოდ მზად და დასჭირდეს გარკვეული დრო რუსეთიდან შეტევის მოგერიებისთვის.


„ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვთვალეთ რა რაოდენობით შეიარაღებული ძალების მობილიზება შეუძლია რუსეთს 24 ან 48 საათში და ასევე ვიცით ისიც, რომ ნატოს სჭირდება გარკვეული დრო იერიშის მოსაგერიებლად. სწორედ ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“- განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა Business Insider-თან ინტერვიუში.


პაბრიკი მოელის, რომ პარლამენტი დაამოწმებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს და 2023 წლის პირველი იანვრიდან 500 მოქალაქე უკვე გაივლის სამხედრო მომზადებას.


თეგები:
ლატვია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up