რატომ ირჩევენ „ციფრული მომთაბარეები“ საქართველოს და რაში მდგომარეობს ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის უპირატესობა. თემასთან დაკავშირებით ლევან ბოძაშვილმა საავტორო გადაცემაში „ნეირონი“ სტუმართან dev.ge -ის მთავარ რედაქტორთან ერთად ისაუბრა.
„ძალიან ბევრი ამერიკელია, ევროპელია, რუსები განსაკუთრებით, ჩემი მონაცემებით 30 ათასზე მეტი რუსი IT სპეციალისტია ჩამოსული ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში,“ - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.
თამთა ნაჭყებიას თქმით, ევროპელი და ამერიკელი „ციფრული მომთაბარეების“ საქართველოდან მუშაობის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ არის ის შეღავათები და სიმარტივე, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს. ამასთან მისი თქმით, ციფრულ მომთაბარეებს მოსწონთ საქართველოში ცხოვრება, თუნდაც მისი ბუნების, სტუმარ-მასპინძლობის თუ კულინარიის გამო.
ციფრული მომთაბარეები არიან პროფესიონალები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და ერთდროულად მოგზაურობენ მსოფლიოში.