რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ომი? არ გვინდა და მათ ეს იციან, - ასე ეხმაურება ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართა სურთ.
„რატომ ითხოვს “ქართული ოცნება” დამარცხებულ, ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთის მხარეს ყოფნას? მე ვიცნობ ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, პრემიერი არა“, - წერს კინზინგერი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე ევროპარლამენტარი აცხადებდა, რომ საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა. „მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ