„რეგიონების კვირეული“ არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული ღონისძიება, ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან არავინ ჩამოვიდა ან ვერ გაბედა წამოსვლა“ - სალომე  ზურაბიშვილი

„რეგიონების კვირეული“ არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული ღონისძიება, ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან არავინ ჩამოვიდა ან ვერ გაბედა წამოსვლა“ - სალომე ზურაბიშვილი

access_time2022-11-21 21:29:04

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ დაიწყო. „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ დღეს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნა.

 

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საჭიროა რეგიონებს დაეთმოთ სივრცე დედაქალაქში, სადაც შესაძლებელია გამოფენები, კულტურის წარმოჩენა და დიალოგები ერთმანეთთან.

 

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მომავალ წელს თავის ოფიციალურ ვიზიტებზე რეგიონების წარმომადგენლებსაც წაიყვანს.

 

„რეგიონები მნიშვნელოვანი არის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ კმარა მხოლოდ ჩვენი ჩასვლა რეგიონებში და იქ ადგილზე გაცნობა მიმართულებების. საჭირო არის, რომ დედაქალაქში მათ დავუთმოთ სივრცე და ეს სასახლე სწორედ იმისთვის არსებობს ამ ფორმით, რომ ეს იყოს სივრცე საზოგადოებისთვის და სივრცე, სადაც შესაძლებელია გამოფენები, კულტურის წარმოჩენა, დიალოგი. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შემოთავაზება გავაკეთეთ – ჩამოდით, გითმობთ ამ სასახლეს, ვაფინანსებთ თქვენი ჩამოსვლის ხარჯებს. ეს არის თქვენი ადგილი, საკუთარი თავი ქვეყანაში და მის გარეთ წარმოაჩინეთ ისე, როგორც გინდათ.

 

ვაპირებ, რომ მომავალი წლიდან, როცა იქნება ჩემი ოფიციალური ვიზიტები, წავიყვან რომელიმე რეგიონის წარმომადგენელს, რომ შეძლონ, დაამყარონ ის ურთიერთობები, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ რეგიონიდან წარმომადგენლები, მათთან დავამყაროთ ურთიერთობა და რეგიონი გახდეს არა ჩვენი სტუმარი, არამედ მასპინძელი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ღონისძიება არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, თუმცა მიუხედავად ამისა, „რეგიონების ოფიციალური პირები ღონისძიებაზე წარმოდგენილი არ არიან“.


 

„ძალიან მიკვირს, რომ რეგიონიდან ან არავინ წამოვიდა ოფიციალური პირებიდან, ან ვერ გაბედა წამოსვლა. ოფიციალური პირებიდან, რომლებიც უნდა იყვნენ ყველანაირად დაინტერესებული ჩვენი რეგიონების განვითარებაში, აქაც არავინ გვახლავს. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. ამის მიუხედავად, იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში ორბელიანების სასახლე სვანეთის კულტურას უმასპინძლებს.

 

„სხვებმა არ მიწყინონ, მაგრამ ტრადიციულად ასეა და ამოვირჩიეთ ყველაზე თავისუფალი რეგიონი. ეს მხოლოდ ტრადიცია არ არის, ეს ყოველივე არის სვანის ბუნებაში ჩაბეჭდილი – თავისუფლება და თავისუფალი აზროვნება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება სვანეთისთვის თვითმმართველობა, რამეთუ რეგიონების თვითმმართველობა არ არის ჯერ ისე განვითარებული. იმ მხრივ, რომ რეგიონებს არ აქვთ იმ გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რომელიც ქმნის რეალურ თვითმმართველობას, ფინანსური თვითმმართველობა. როგორ დაიხარჯოს ეს თანხები, ამაზე დისკუსია ძალიან საინტერესო იქნება.

 

მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი სამართალი, რაც არ ვიცით ისე კარგად, როგორც უნდა ვიცოდეთ იმ დროს, როცა ძალიან ბევრი საუბარია, როგორ უნდა მიიღოს საქართველომ იმ რეფორმის ნაბიჯები, რომლებიც მიგვიყვანს ევროპულ სამართალთან. ამ დროს ჩვენ გვაქვს ისეთი ტრადიციები, რომლებიც არ არსებობდა ევროპაში თავის დროზე და ჩვენთან უკვე იყო დამკვიდრებული. მაგალითად, მედიატორის ინსტიტუტი. ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, როცა მივდივართ ევროპის გზაზე და სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს, უნდა წავიდეთ ამ გზაზე ჩვენივე ბირთვით, ჩვენივე გამოცდილებით, ჩვენივე ცოდნით და ეს გზაში არ უნდა დაგვეკარგოს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა სვანეთის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის, ეკონომიკური პოტენციალისა და  ენერგეტიკის შესახებ ისაუბრა.

 

„ასევე კულტურაში არის სვანეთი ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა განვიხილოთ ის, რაც შეგვინარჩუნა და გადაგვირჩინა სვანეთმა დღემდე და, რითაც გახდა ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი ტურისტული და კულტურული რეგიონი. ეს არ არის მხოლოდ მთა, ეს არის მთა და კულტურა ერთად. ძალიან იშვიათია, მთასთან ერთად იყოს ასეთი განვითარებული კულტურა.

 

დღევანდელ მსოფლიოსა და ევროპაში, როდესაც ხარ ქვეყანა, რომელსაც ასეთი სიმდიდრე გააჩნია, რასაც ჰქვია სვანური, მეგრული, აფხაზური ენა, არ გვაქვს უფლება, არ შევინარჩუნოთ და არ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სამი ანბანი გვაქვს. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე.

 

სვანეთზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის მომავლის რეგიონი საქართველოსთვის, რადგან იქ არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე – ჰიდრორესურსები ძირითადად სვანეთთან არის დაკავშირებული. დღეს თუ ვინმემ არ გაიგო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დამოკიდებული არის ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობაზე, იმან ვერაფერი გაიგო დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე. ჩვენ ეს მოსახლეობასთან უნდა განვიხილოთ, რომ ის მოძრაობები, რაც არსებობდა და, რომელიც ხელს უშლიდა ამ განვითარებას, ეს ყველაფერი არის დისკუსიისა და ინფორმაციის საგანი. გასაგებია, რომ მოსახლეობის მოსაზრებები უნდა იყოს გათვალისწინებული, ასევე ბუნების დაცვა, მაგრამ არანაკლებ – ქვეყნის ინტერესები და დამოუკიდებლობა. ენერგორესურსები არის ეკონომიკური პოტენციალი. ეს არის ტურისტულად უკვე ყველაზე სრულყოფილი რეგიონი, სადაც ყველაფერია – კულტურა, სპორტი, ბუნება. არ შეიძლება, არ ვახსენოთ, რომ ბუნებრივი რესურსებიც არსებობს სვანეთში და პირველ რიგში ტყე, რომელიც ჩვენი დასაცავია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up