„რეგიონის განვითარების გეგმას ქალაქის მერი უნდა წყვეტდეს და არა ეკონომიკის სამინისტრო თბილისში“ - ალექსი ნონიაძე

„რეგიონის განვითარების გეგმას ქალაქის მერი უნდა წყვეტდეს და არა ეკონომიკის სამინისტრო თბილისში“ - ალექსი ნონიაძე

access_time2022-12-07 22:30:32

რადიო კომერსანტის გადაცემა „აგროსექტორში“ არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე პარტნიორობა მშვიდობისთვის“ დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა, რომ თითოეულ რეგიონს თავის განვითარების გეგმა უნდა ჰქონდეს და ამას ქალაქის მერი უნდა წყვეტდეს და არა ეკონომიკის სამინისტრო თბილისში და არც ფინანსთა სამინისტრო და თვითონ სოფელმა უნდა გადაწყვიტოს მის განკარგულებაში მანამდე არსებული საძოვრების ბედიც. ამისთვის კი გარკვეული მართვის ორგანოების შექმნაა საჭირო.

 

„თითოეულ რეგიონს უნდა ჰქონდეს თავის განვითარების გეგმა და ამას ქალაქის მერი უნდა წყვეტდეს და არა ეკონომიკის სამინისტრო თბილისში და არც ფინანსთა სამინისტრო, ამ უწყებების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად“, განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

 

მისი თმით მნიშვნელოვანია, რომ სოფელს და მუნიციპალიტეტს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს და საკუთარ განკარგულებაში არსებული საძოვრები თვითონ განკარგოს.

 

„რატომ გვინდა, რომ საძოვრები სოფლის სარგებლობაში გადავიდეს? ამ შემთხვევაში თვითონ სოფელი გადაწყვეტს საძოვრები თავისი მოხმარებისთვის სჭირდება, თუ იჯარით უნდა გასცეს. ამით სოფელს და მუნიციპალიტეტს თავისი შემოსავალი გაუჩნდება. სოფლის განვითარებასთან ერთად ეკონომიკის სხვა მომიჯნავე დარგებს უნდა მიექცეს ყურადღება და როგორც ფაზლი ისე უნდა აშენდეს რეგიონი. თითოეულმა რეგიონმა თვითონ უნდა განივითაროს თავი,“ განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

 


 

ალექსი ნონიაძემ ისიც თქვა, რომ ევროპის ბაზრის ათვისების შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ამ მომენტში და ამ შანს ვერ ვიყენებთ. თუ საერთაშორისო ბაზრის ათვისება გვინდა, რაღაც ხარისხობრივი კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ, პლუს მაგას სტაბილური მიწოდება უნდა შეგვეძლოს და მასიური წარმოება.

 

 

 „მწვანე პარტნიორობა მშვიდობისთვის“ დამფუძნებელმა „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, რომ ახლო მომავალში ორგანიზაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის აკადემიაში საკუთარი ხედვის წარდგენას გეგმავს, სადაც იმ სიახლეებსა და იმ ხედვაზე ისაუბრებენ, რაც საძოვრების მართვას ეხება.


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up