რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ს პრეზიდენტს მიმართავენ, რომ უკრაინას MIG-29-ის თვითმფრინავები გადასცეს. ორმოცი სენატორი ხელს აწრეს სენატორ ჯონი ერნსტისა და სენატორ მიტ რომნის წერილს. "კმარა ლაპარაკი. ხალხი კვდება. გაუგზავნეთ თვითმფრინავები, რომლებიც მათ სჭირდებათ", - თქვა რომნიმ პრესკონფერენციაზე.
სენატორი სიუზან კოლინსი აცხადებს, რომ რთული სამშობრიაო სახლზე რუსეთის ავიადარტყმას უყურო და წინააღმდეგი იყო უკრაინისთვის "აუცილებელი თვითმფრინავების" გადაეცეს.
პოლონეთის მთავრობა ამბობს, რომ მზადაა თავისი კუთვნილი საბრძოლო MIG-29 გერმანიაში აშშ-ს ბაზაზე განათავსოს, რათა შემდგომში ისინი უკრაინას გადაეცეს.
აშშ მხარს არ უჭერს, რომ უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები მიიღოს. პენტაგონს პრესსპიკერის თქმით, გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:
და ბოლოს, სადაზვერვო სამსახურმა შეაფასა, რომ MIG-29-ის გადაცემა შესაძლოა არასწორად შეფასდეს, როგორც ესკალაცია და შესაძლოა რუსეთის სერიოზული რეაქცია გამოიწვიოს, რომელმაც შესაძლოა, გაზარდოს NATO-სთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივები. ამიტომაც, უკრაინისთვის MIG-29-ს გადაცემას მაღალ რისკად ვაფასებთ. ამასთან, მიგვაჩნია, რომ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც უფრო კარგად ერგება უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ვარიანტების გამოყენებას".
Formulanews.ge