რობერტ ჰამილტონი - ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია

რობერტ ჰამილტონი - ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია

access_time2022-12-27 23:55:15

ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს არის ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა, - ამის შესახებ შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკმა, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარმა, ომის კოლეჯის პროფესორმა რობერტ ჰამილტონმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა.


მან უპასუხა კთხვას, თუ რას ნიშნავს ომის ეს 10 თვე საქართველოსთვის? ბუქარესტიდან ბუქარესტამდე - რა ტიპის დახმარება სჭირდება საქართველოს ნატოსგან და რისი დანახვა სჭირდება ნატოს საქართველოსგან? უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რა რისკები არსებობს თბილისთივის მაშინ, როცა განგრძობითად გვესმის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს დასავლელ პოლიტიკოსებს „საქართველოს ომში ჩათრევა სურთ“?


ჰამილტონის თქმით, ნარატივი, რომ ნატოს და დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ, უბრალოდ სიყალბეა, რაც მათაც იციან, რომლებიც ამას ამბობენ და აღნიშნულს სწორედ იმ პოზიციის გასამართლებლად აკეთებენ, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს.


რაც შეეხება კითხვას, თუ რა სჭირდება ნატოს საქართველოსგან, მკვლევარის აზრით, ალიანსს სჭირდება საქართველოს სერიოზული ფოკუსირება ქვეყნის, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე.


- სამწუხაროდ ესაა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა. რა თქმა უნდა, სიმართლისგან ამაზე შორს არაფერია. ეს უბრალოდ სიყალბეა. ვვარაუდობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამას ამბობენ, იციან, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ იმ პოზიციის გასამართლებლად, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მართლა სამწუხაროა. ეს არ ასახავს საქართველოს. ეს არაფრით ეხმარება ნატოს და კოლექტიურად, დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში.



ასე რომ, რა სჭირდება ნატოს საქართველოსგან? ალიანსს სჭირდება მისი სერიოზული ფოკუსირება ქვეყნის, საკუთარ, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე. ნატოს ქარტიის მესამე მუხლი გულისხმობს გამძლეობას, მდგრადობას. ყველა ფოკუსირებულია მეხუთე მუხლზე, მაგრამ მესამე მუხლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამბობს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ჩადონ მნიშვნელოვანი და სერიოზული ინვესტიციები საკუთარი ეროვნული ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებში და შექმნან საზოგადოებრივი გამძლეობა. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი თავისთვის და ნატოსკენ მისწრაფებისთვის, მოახდინოს სერიოზული ინვესტირება ამ შესაძლებლობებში. ეს დაეხმარებოდა მას, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები. ამგვარად, თუ და როცა ის გახდება ალიანსის წევრი, ის არ იქნება ტვირთი ნატოსთვის, არამედ მას შეეძლება წვლილი შეიტანოს საკუთარ თავდაცვაში და უფრო ფართო - ნატოს თავდაცვაში”,- აღნიშნა მან.


რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეცვალა ამ ომმა ალიანსშიც იმის აღქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს ქვეყანაში თავდაცვის გაძლიერება, მკვლევარი აღნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებში ინვესტიციები ანუ სამხედრო, სამთავრობო თუ საჯარო-საზოგადოებრივი კუთხით აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვა უნდა გააძლიეროს და ამით ალიანსი საქართველოს წევრობის უფრო სერიოზულ კანდიდატად აღიქვამდა.


“ვფიქრობ, ზოგადად, საქართველომაც, უკრაინამაც და ნატოს წევრმა ქვეყნებმაც გაიგეს, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ჩვენ ეს ყველას გვეგონა. მაგრამ ასევე, უფრო მეტადაა მზად წავიდეს რისკზე და გამოიყენოს სამხედრო ძალა. ეს არის უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი რუსეთი, რომელიც იმაზე მეტ რისკზეა წამსვლელი, გეოპოლიტიკური და ეროვნული კუთხით, ვიდრე ჩვენ ვიფიქრებდით, მაგრამ ბევრად დასუსტებული რუსული ჯარიც კვლავ მნიშვნელოვანი საფრთხეა საქართველოსთვის.


რაც შეეხება ნატოს წევრობას, საქართველო შეიძლება ბალტიისპირეთის ქვეყნებს შევადაროთ. საქართველოს არ აქვს ის, უპირატესობა, რაც მათ: საქართველოს არ ჰყავს ორი მეზობელი, რომელიც ასევე ნატოს წევრი უნდა გახდეს ან თუნდაც პოლონეთის მსგავსი ქვეყანა. შეგვიძლია ვიდავოთ, რომ თურქეთი ასრულებს პოლონეთის როლს საქართველოსთვის, როგორც ნატოს წევრი, დიდი ქვეყანა მის საზღვრებთან, რომელსაც შეუძლია ერთგვარად შეაჩეროს რუსეთი. მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ისინი ყოველთვის ერთად და ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობით მიდიოდნენ წინ თავიანთი თავდაცვის კუთხით. საქართველოს ეს ფუფუნება არ აქვს. სამხრეთ კავკასიაში სომხეთი და აზერბაიჯანი დროდადრო ერთმანეთს ებრძვიან და არც ერთი მათგანი არაა ნატოს წევრობის სერიოზული კანდიდატი. ასე რომ საქართველო გარკვეულწილად მარტოა და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მან საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებში ინვესტიციები ანუ სამხედრო, სამთავრობო თუ საჯარო-საზოგადოებრივი კუთხით აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. ვფიქრობ, ამით ალიანსი საქართველოს წევრობის უფრო სერიოზულ კანდიდატად აღიქვამდა”,- დასძინა მან.


ჰამილტონს კითხვა დაუსვეს, რომ კონგრესში ცოტა ხნის წინ საქართველოში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობდნენ და რას ფიქრობს ამ პროცესზე ან ამერიკის დახმარების საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირების აუცილებლობაზე, რაზეც ამერიკელმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვას, ტრაგიკულია.


“ვფიქრობ, რომ თავად ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირების საკითხს, - თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს დისკუსიები ხდება, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის.


ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს ნატოსთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება საქართველოსთვის“,- დასძინა ჰამილტონმა.


IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up